|
დასახელება:
მაღაზიის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
დუთი ფრი ფოინთს
|
|
გამოქვეყნდა: 06 იანვარი
/ ბოლო ვადა: 06 თებერვალი
|
ჩვენს შესახებ: შპს დუთი ფრი ფოინთს-ის თავისუფალი ვაჭრობის ობიექტები, წარმოდგენილია საქართველოს ორ სახმელეთო სასაზღვრო პუნქტზე: ყაზბეგი და სარფი. ძირითადი მიმართულებაა : თამბაქო, ალკოჰოლი და პარფიუმერია. ჩვენი პარტნიორები არიან წამყვანი გლობალური ბრენდები და ჩვენი მიზანია საერთაშორისო მოგზაურობისთვის ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ გამორჩეული სერვისი და ექსკლუზიური "დუთი ფრი" პროდუქცია
ადგილმდებარეობა: ყაზბეგი, საქართველო
პოზიცია: მაღაზიის მენეჯერი
მისამართი: სასაზღვრო გამშვები პუნქტი
სამუშაო განაკვეთი: 09:00-18:00 საათამდე, თვის განრიგი განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით
ანაზღაურება: 3000 - 3500 ლარი (კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით)
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა; ადგილზე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა; საცხოვრებლით უზრუნველყოფა.
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
** სავაჭრო პროცესების მართვა;
** თანამშრომელთა შიდაგანაწესის კონტროლი;
** ფულადი სახსრების კონტროლი;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებები;
** პროდუქციის ვადების კონტროლი;
** პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
** მერჩენდაიზინგის სტანდარტების მიხედვით პროდუქციის სწორი განლაგების უზრუნველყოფა;
** პროდუქციის თაროებზე შევსების კონტროლის უზრუნველყოფა და სხვა;
** პროდუქციის მოვლა და მის სისუფთავეზე ზრუნვა;
** სააღრიცხვო პროცესების მართვა;
** მონაწილეობის მიღება შემდეგ საკითხებში: მარაგების მართვა, პროდუქციის შეკვეთა გაყიდვებისა და ნაშთის მიხედვით;
** შიდა აღწერებში მონაწილეობის მიღება;
** ოფისიდან მიღებულ სხვადასხვა დავალებებზე ოპერატიულად რეაგირება;
** საწყობიდან პროდუქციის მიღება და უკან დაბრუნება დადგენილი წესის მიხედვით;
** ოპტიმალური ასორტიმენტის განსაზღვრა;
** მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა;
** ორგანიზაციის პროგრამაში და სალარო აპარატთან მუშაობა;
** სავაჭრო ობიექტში განთავსებული პროდუქციის რაოდენობის მონიტორინგი და პროდუქციის დანაკარგების პრევენცია;
** დირექტორისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება.
აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება -ბიზნეს ადმინისტრირება ან შესაბამისი სფერო (სასურველია).
** მენეჯერულ პოზიციაზე მინ. 1-2 წლიანი გამოცდილება საცალო ვაჭრობაში / retail-ში. (უპირატესობად ჩაითვლება მსგავსი ტიპის სავაჭრო ობიექტებში მუშაობის გამოცდილება).
** ქართული და რუსული ენის ცოდნა
** საოფისე პროგრამების (Outlook, Excel) საბაზისო დონეზე ცოდნა
** სასურველია: ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
აუცილებელი უნარები და პიროვნული თვისებები:
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაციის ძლიერი უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ორგანიზებული.
ჩვენ გთავაზობთ:
კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
ჩვენს კომპანიაში გელით მეგობრული და კომფორტული სამუშაო გარემო, კარიერული განვითარების პერსპექტივა და შრომის ანაზღაურების მზარდი დინამიკა. თქვენ უზრუნველყოფილი იქნებით ყველა საჭირო რესურსით, რათა ეფექტურად და წარმატებით შეასრულოთ თქვენი სამსახურებრივი მოვალეობები. გისურვებთ წარმატებას და იმედს ვიტოვებთ, რომ გახდებით ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი!
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@dutyfreepoints.ge და სათაურის ველში მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს ან დაგვიკავშირდით მითითებულ საკონტაქტო ნომრებზე: 593570501
შპს "დუთი ფრი ფოინთს" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს აწარმოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თანაბარი მოპყრობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის პრინციპების დაცვით.
რეზიუმეს გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის ფარგლებში, დაამუშაოს, შეინახოს და გამოიყენოს თქვენი პერსონალური მონაცემები (CV) არაუმეტეს 12 თვის ვადით - მხოლოდ დასაქმებასთან დაკავშირებული პროცესების წარმართვის მიზნით. მონაცემები მესამე პირს არ გადაეცემა თქვენს წინასწარ თანხმობის გარეშე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ შრომითი ან სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების მიზანს.
|
|
|
|