Робота для біженців з України
მზარეული, მზარეულის დამხმარე, მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული, მზარეულის დამხმარე, მიმტანი
მომწოდებელი: ელენესთან
გამოქვეყნდა: 06 იანვარი / ბოლო ვადა: 20 იანვარი
თბილისში, სოლოლაკში პატარა ქართული კაფე-რესტორნის ტიპის კვების ობიექტი "ელენესთან" ეძებს კადრებს და აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. მზარეული

მოთხოვნები:

** სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება (ქართული სამზარეულო)
** დროის სწორად მართვის უნარი

მოვალეობები:

** სამუშაო პროცესის დაწყებამდე/ დასრულების შემდეგ სამზარეულოს მწყობრში მოყვანა/სამუშაო გარემოს სისუფთავეზე მუდმივი ზრუნვა;
** ყველა შეკვეთის ზედმიწევნით შესრულება, რეცეპტების შესაბამისად და მინიმალური დანაკარგით; o სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** პროდუქტების ვადებისა და რაოდენობის კონტროლი, მარაგების შესახებ ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის დროული მიწოდება;

2. მზარეულის დამხმარე

მოთხოვნები

** სამზარეულოში მუშაობის ელემენტარული გამოცდილება
** დროის სწორად მართვის უნარი

მოვალეობები:

** სამუშაო პროცესის დაწყებამდე/ დასრულების შემდეგ სამზარეულოს მწყობრში მოყვანა/სამუშაო გარემოს სისუფთავეზე მუდმივი ზრუნვა;
** ყველა შეკვეთის ზედმიწევნით შესრულება, რეცეპტების შესაბამისად და მინიმალური დანაკარგით; o მიზანპლასის მომზადება
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;

3. მიმტანი

მოთხოვნები

** კომუნიკაბელურობა
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
** ელემენტარული ანგარიშის ცოდნა
** სისხარტე, მოწესრიგებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა

მოვალეობები

** სტუმრების მომსახურება მაგიდასთან
** შეკვეთის მიღება და პროგრამულად დაფიქსირება, ჩეკის გამოწერა და სტუმრის მხრიდან ანგარიშსწორების უზრუნველყოფა

პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, სოლოლაკი
** გრაფიკი: 2/2-ზე 12 საათიანი სამუშაო გრაფიკი
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + თიფი

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ და მეგობრულ გარემოს;
** კვებით უზრუნველყოფას;
** ტრანსპორტირებას ღამის საათებში.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: lena.chomakhidze@gmail.com / 599507775 და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განცხადების ვადა: 20.01.2026
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე