|
დასახელება:
უფროსი საინვესტიციო მრჩეველი
|
| მომწოდებელი:
არქი
|
|
გამოქვეყნდა: 06 იანვარი
/ ბოლო ვადა: 20 იანვარი
|
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 25-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქი"-ში ვეძებთ უფროს საინვესტიციო მრჩეველს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
** საერთაშორისო კომერციული მიმართულებით სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
** პროდუქტების განვითარებისა და გაყიდვების გეგმის შესრულებაში მონაწილეობის მიღება;
** საერთაშორისო ბაზრის მუდმივი კვლევა, კონკურენტული ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** გაყიდვების ალტერნატიული არხების მოძიება და მათ განვითარებაზე მუშაობა;
** უცხოელ პოტენციურ და მოქმედ მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
** არსებული და პოტენციური მომხმარებლების მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლება;
** შეხვედრების ორგანიზება, მომხმარებლებისათვის კონსულტაციის გაწევა, წინადადებების მომზადება და შეთავაზება;
** უცხოელი ინვესტორებისთვის პრეზენტაციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** გაყიდვების პროცესში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო გაყიდვების მიმართულებით;
** უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ენის ძალიან მაღალ დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 20 იანვრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
|
|
|
|