Робота для біженців з України
მომხმარებელთან ურთიერთობის და მოზიდვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომხმარებელთან ურთიერთობის და მოზიდვის მენეჯერი
მომწოდებელი: Hash Bank
გამოქვეყნდა: 31 დეკემბერი / ბოლო ვადა: 29 იანვარი
"HashBank" არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე.

ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორაციული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.

პოზიციის დასახელება: Customer Relationship & Growth Manager

ძირითადი ფუნქციები:

** მომხმარებლების მოზიდვა საბანკო პროდუქტებისა და ინდივიდუალური ფინანსური გადაწყვეტილებების შეთავაზებით;
** გაყიდვების შესაძლებლობების განვითარება და შემოსავლების ზრდაზე ორიენტირებული ურთიერთობების ჩამოყალიბება;
** აქტიური მომხმარებელთა პორტფელის მართვა, მომსახურების მაღალი ხარისხისა და მომხმარებელთა კმაყოფილების უზრუნველყოფა;
** მომხმარებელთან გრძელვადიანი და ნდობაზე დაფუძნებული პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება;
** პერსონალიზებული ფინანსური კონსულტაციის გაწევა სესხების, დეპოზიტების, საინვესტიციო პროდუქტებისა და სხვა საბანკო სერვისების მიმართულებით;
** მომხმარებლის ფინანსური მდგომარეობისა და მიზნების ანალიზი შესაბამისი საბანკო და საინვესტიციო გადაწყვეტილებების შესათავაზებლად;
** საკრედიტო პროცესის მართვაში მონაწილეობა - მომხმარებლის გადახდისუნარიანობის შეფასება, სესხის განაცხადების მომზადება, დამუშავება და გაყიდვების მხარდაჭერა;
** გაყიდვების პროცესების ოპტიმიზაცია და საბანკო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ინიციატივების მხარდაჭერა;
** ბაზრის ტენდენციების, კონკურენტული გარემოსა და მომხმარებელთა საჭიროებების ანალიზი ახალი პროდუქტებისა და გაყიდვების სტრატეგიების განვითარებისთვის;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მონათესავე მიმართულებით;
** მინიმუმ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო სექტორში, გაყიდვების, მომხმარებელთან ურთიერთობის ან ბიზნესის განვითარების მიმართულებით;

ცოდნა და გამოცდილება:

** კორპორაციული, SME ან Premium/Private მომხმარებელთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** საბანკო პროდუქტების (სესხები, დეპოზიტები, ბარათები, ციფრული არხები, საინვესტიციო პროდუქტები) ღრმა ცოდნა;
** გაყიდვებზე ორიენტირებული აზროვნება და მიზნებზე მუშაობის გამოცდილება (KPI, ტარგეტები, პორტფელის ზრდა);
** მომხმარებელთა მოზიდვისა და გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნების დადასტურებული გამოცდილება;
** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

უნარები:

** შედეგზე და გაყიდვებზე ორიენტირებული აზროვნება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** კომუნიკაბელურობა და დამაჯერებელი მოლაპარაკებების უნარი;
** სწრაფად ადაპტაციის და ციფრულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების დამოუკიდებლად გადაწყვეტის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი და მაღალი პროფესიული ეთიკა;
** განვითარებაზე ორიენტირებული, პროაქტიული და პოზიტიური სამუშაო დამოკიდებულება;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: career@hashbank.ge განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 29 იანვარი, 2026.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@hashbank.ge

სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე