"ბექას სკოლა" ეძებს ენერგიულ, შედეგზე ორიენტირებულ და კომუნიკაბელურ B2B გაყიდვების მენეჯერს, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი კორპორაციული სერვისების მასშტაბირებაში როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ბაზარზე.
სამუშაო პირობები:
** გრაფიკი: თავისუფალი (შედეგზე ორიენტირებული)
** ლოკაცია: დისტანციური
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + პროცენტი ყოველი დახურული გარიგებიდან
** ბონუსი: ინგლისურის კურსები უსასყიდლოდ დასაქმების მთელ პერიოდში
ძირითადი მოვალეობები:
** პოტენციური კორპორაციული კლიენტების (ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესები, NGO-ები) მოძიება და მათთან პირველადი კომუნიკაციის დამყარება
** ბექას სკოლის კორპორაციული შეთავაზების პრეზენტაცია და კლიენტის საჭიროებებზე მორგებული სასწავლო პაკეტების შეთავაზება
** მოლაპარაკებების წარმოება და გარიგებების წარმატებით დახურვა (სკოლის გუნდთან ერთად)
არსებულ კორპორაციულ კლიენტებთან გრძელვადიანი პოზიტიური ურთიერთობების შენარჩუნება
** სკოლის გაყიდვების სისტემაში მუშაობა და ყოველთვიური რეპორტინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** B2B გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება (სასურველია განათლების ან სერვისების სექტორში)
** HR მენეჯერების, გადაწყვეტილების მიმღები პირების არსებული "ნეთვორქი" (განსაკუთრებით საშუალო და დიდი ზომის კომპანიებში)
** ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა
** თვითდისციპლინა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი (ვინაიდან გრაფიკი თავისუფალია)
** პრეზენტაციისა და მოლაპარაკების უნარები
"ბექას სკოლის" კორპორაციული სერვისის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.
თუ თვლით, რომ თქვენი ენერგია და გამოცდილება "ბექას სკოლის" ზრდის გარანტიაა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: info@bekas.school (სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).
გთხოვთ, მეილში მოკლედ მოგვწეროთ - რატომაა "ბექას სკოლაში" მუშაობა თქვენთვის საინტერესოა და რატომ თვლით რომ ეს საქმე წარმატებით გამოგივათ?
ბოლო ვადა: 30 იანვარი, 2026 წ.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს გასაუბრების ეტაპზე გადასასვლელად.
|