Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=691561&print=yes&view=jobs
 
B2B გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: B2B გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ბექას სკოლა
გამოქვეყნდა: 31 დეკემბერი / ბოლო ვადა: 31 იანვარი
"ბექას სკოლა" ეძებს ენერგიულ, შედეგზე ორიენტირებულ და კომუნიკაბელურ B2B გაყიდვების მენეჯერს, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი კორპორაციული სერვისების მასშტაბირებაში როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: თავისუფალი (შედეგზე ორიენტირებული)
** ლოკაცია: დისტანციური
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + პროცენტი ყოველი დახურული გარიგებიდან
** ბონუსი: ინგლისურის კურსები უსასყიდლოდ დასაქმების მთელ პერიოდში

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კორპორაციული კლიენტების (ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესები, NGO-ები) მოძიება და მათთან პირველადი კომუნიკაციის დამყარება
** ბექას სკოლის კორპორაციული შეთავაზების პრეზენტაცია და კლიენტის საჭიროებებზე მორგებული სასწავლო პაკეტების შეთავაზება
** მოლაპარაკებების წარმოება და გარიგებების წარმატებით დახურვა (სკოლის გუნდთან ერთად)
არსებულ კორპორაციულ კლიენტებთან გრძელვადიანი პოზიტიური ურთიერთობების შენარჩუნება
** სკოლის გაყიდვების სისტემაში მუშაობა და ყოველთვიური რეპორტინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** B2B გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება (სასურველია განათლების ან სერვისების სექტორში)
** HR მენეჯერების, გადაწყვეტილების მიმღები პირების არსებული "ნეთვორქი" (განსაკუთრებით საშუალო და დიდი ზომის კომპანიებში)
** ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა
** თვითდისციპლინა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი (ვინაიდან გრაფიკი თავისუფალია)
** პრეზენტაციისა და მოლაპარაკების უნარები

"ბექას სკოლის" კორპორაციული სერვისის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

​​თუ თვლით, რომ თქვენი ენერგია და გამოცდილება "ბექას სკოლის" ზრდის გარანტიაა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: info@bekas.school (სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).

გთხოვთ, მეილში მოკლედ მოგვწეროთ - რატომაა "ბექას სკოლაში" მუშაობა თქვენთვის საინტერესოა და რატომ თვლით რომ ეს საქმე წარმატებით გამოგივათ?

ბოლო ვადა: 30 იანვარი, 2026 წ.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს გასაუბრების ეტაპზე გადასასვლელად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია