Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=691524&print=yes&view=jobs
 
იჯარების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იჯარების მენეჯერი
მომწოდებელი: მატიო
გამოქვეყნდა: 30 დეკემბერი / ბოლო ვადა: 30 იანვარი
შპს "მატიო" აცხადებს ვაკანსიას კრიპტო ჩასარიცხი ტერმინალების ქსელის იჯარების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ჰიბრიდული რეჟიმი; სრული განაკვეთი (კვირაში 40 სთ).
სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ
ანაზღაურება: 1800 ლარი (ხელზე ასაღები)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა:

** ქსელის განვითარების გუნდთან ერთად ტერმინალების ქსელის ეფექტურ დაგეგმვასა და ტერმინალის განსათავსებლად ადგილების შერჩევის პროცესში ჩართულობა;
** მეიჯარეებთან მოლაპარაკების წარმოება და შემდგომი კომუნიკაციის წარმართვა, მათ შორის, ყოველდღიურად წარმოშობილი პრობლემების აღმოფხვრა;
** იჯარის ხელშეკრულებების მომზადება/გაფორმება;
** იჯარის ვადების და საიჯარო თანხების გადახდის კონტროლი;
** ტერმინალების განთავსება/გადაადგილების პროცესის მართვა (მათ შორის ლოგისტიკური და ტექნიკური გამართულობის ნაწილის);
** ქსელში ტერმინალების და ტერმინალის ნაწილების შესაბამისი წესით რეგისტრაცია, გადაადგილება, აღრიცხვა და მონიტორინგი; სახარჯი მასალების მარაგების განსაზღვრა და შესყიდვის მოთხოვნის დროულად დაფიქსირება;
** ტერმინალების ბაზების პერიოდული მონიტორინგი (მისამართების, ტექნიკური პარამეტრების, სხვ.) და საჭიროებისამებრ, მათი განახლება.
** საჭიროების შემთხვევაში, სამართალდამცავ სტრუქტურებთან ურთიერთობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** ოფიციალური მიმოწერების და მოლაპარაკების წარმოების სპეციფიკის ცოდნა.

უნარები და პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე info@crypto.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - იჯარების მენეჯერი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია