Робота для біженців з України
მე-5 თანრიგის ელექტრომონტიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მე-5 თანრიგის ელექტრომონტიორი
მომწოდებელი: თელასი
გამოქვეყნდა: 30 დეკემბერი / ბოლო ვადა: 12 იანვარი
სააქციო საზოგადოება "თელასი" აცხადებს შიდა და გარე ვაკანსიას ელექტროენერგიის აღრიცხვის ინტელექტუალური სისტემის (ეაის) განვითარებისა და თანხლების სამსახურის ელექტრომრიცხველების ლაბორატორია აღრიცხვის კვანძების მომსახურების ჯგუფის მე-5 თანრიგის ელექტრომონტიორის
თანამდებობაზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიულ-ტექნიკური განათლება;
** ელექტროტექნიკური სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
** უსაფრთხოების წესების დაცვის III საკვალიფიკაციო ჯგუფის მოწმობა;
** აღრიცხვის ხელსაწყოებისა და სისტემების მუშაობის პრინციპები, მონტაჟის წესები და ჩართვის სქემები;
** დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.

თანამდებობრივი მოვალეობები:

** მიღებული განწესების/ დავალებების საფუძველზე 0.4 კვ. ელექტრულ ქსელში აღრიცხვის კვანძების მონტაჟის, დემონტაჟის და პირველადი დაბრჯენვის სამუშაოების შესრულება.
** მონაცემთა ბაზის ოპერატორისათვის, ელექტრომრიცხველების ლაბორატორიის ბაზაში შეტანისათვის განწესების მიხედვით შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის დროული მოწოდება.
** სამუშაოს შესრულება შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების დაცვით.

ვაკანსიაზე კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა პირადი ინფორმაცია უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: vakansia@telasi.ge 2026 წლის 12 იანვრის ჩათვლით. აუცილებლად ქართულ და რუსულ ენაზე. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ თანამდებობა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე