Робота для біженців з України
ტენდერი აუდიტორული მომსახურების შესყიდვაზე - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი აუდიტორული მომსახურების შესყიდვაზე
მომწოდებელი: კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი
გამოქვეყნდა: 29 დეკემბერი / ბოლო ვადა: 29 იანვარი
"კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი" აცხადებს ტენდერს აუდიტორული მომსახურების შესყიდვაზე.

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ

კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი 2019 წლიდან ოპერირებს როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია.
ორგანიზაციის მისიაა კახეთის რეგიონში მცხოვრები ბავშვების, ახალგაზრდების და მათი ოჯახების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება საჭიროებაზე დაფუძნებული სერვისების განვითარებისა და მიწოდების გზით როგორც სამთავრობო, ისე სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით.
ცენტრის ძირითადი მიმართულებებია ბავშვთა დაცვა, ადრეულ ასაკში ბავშვის განვითარება და ახალგაზრდების გაძლიერება.

ორგანიზაცია მუშაობს თემზე დაფუძნებული და მდგრადი განვითარების პროექტებზე სიღარიბის დონის შესამცირებლად ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ხელს უწყობს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს ბავშვთა დაცვის და კეთილდღეობის სისტემების გაუმჯობესებაში. ორგანიზაცია თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან სხვადასხვა პროექტების განხორციელების მიმართულებით. გარდა ამისა ცენტრი თემის დონეზე ქმნის მრავალფეროვან სერვისებს, რომელიც ბავშვების და ოჯახების გაძლიერებისკენაა მიმართული.

ინფორმაცია ტენდერის შესახებ:

ა (ა)იპ კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი იწვევს პოტენციურ კომპანიებს, ტენდერში მონაწილეობის მისაღებად, შემდეგ კატეგორიაზე:
კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის 2024 - 2025 წლების ბუღალტრული და ფინანსური დოკუმენტების გარე აუდიტის ჩატარება.
დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ტექნიკური წინადადება, რომელშიც მითითებული იქნება პრეტენდენტის გამოცდილება, გარე ფინანსური აუდიტის ჩატარების ვადები და ღირებულება.
შერჩეულ კომპანიას წვდომა ექნება აღნიშნული აუდიტისთვის საჭირო ყველა შესაბამის დოკუმენტზე.
შერჩეულმა კომპანიამ აუდიტის ფარგლებში დამუშავებული ყველა ტიპის ინფორმაციის კონფიდენციალურობა უნდა დაიცვას.

მეთოდოლოგია:

** აუდიტის ჩატარების მეთოდოლოგია და ტექნიკა უნდა იყოს საერთაშორისო აუდიტის სტანდარტების შესაბამისი.

მოთხოვნები:

** კომპანიას უნდა გააჩნდეს ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილება;
** კომპანიას უნდა გააჩნდეს აუდიტის ჩატარების გამოცდილება ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებსაც აქვთ საერთაშორისო გრანტები და ახორციელებენ სახელმწიფო სერვისებს;
** კომპანიას უნდა ჰქონდეს ქვეყანაში არსებული შესაბამისი კანონების, რეგულაციების და წესების კარგი ცოდნა.

ანგარიში:

** კომპანიამ აუდიტის დასრულების შემდეგ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი შემაჯამებელი ანგარიში ქართულ და ინგლისურ ენებზე. აღნიშნული ანგარიში წარმოდგენილი უნდა იქნას აუდიტის ჩატარებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში.

განმარტებებისთვის მიმართეთ:
კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი
ქ. თელავი, რუსთაველის გამზ. N 81ა
ელ. ფოსტა: info@kadc.ge; mariam_glakhoshvili@kadc.ge.

განაცხადი

განაცხადები შეგიძლიათ წარმოადგინოთ ელექტრონულად, ელ. მისამართზე: info@kadc.ge; mariam_glakhoshvili@kadc.ge ან დალუქულ კონვერტში, ზემოთ მითითებულ მისამართზე.

განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 29 იანვარი, 2026 წ. 18:00 სთ. გთხოვთ, ელ. წერილის საგანში მიუთითოთ: "აუდიტორული მომსახურება".

გისურვებთ წარმატებას !
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე