Робота для біженців з України
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - თბილისი, ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
მომწოდებელი: პლატფორმა ჰოლდინგ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 29 დეკემბერი / ბოლო ვადა: 29 იანვარი
შპს "პლატფორმა ჰოლდინგ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბათუმი

ძირითადი მოვალეობები:

** პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესების შესაბამისობის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობასთან;
** მონაცემთა დაცვის შიდა პოლიტიკების, პროცედურებისა და რეგულაციების შემუშავება და დანერგვა;
** თანამშრომლების კონსულტირება და ტრენინგების ჩატარება მონაცემთა დაცვის საკითხებზე;
** მონაცემთა უსაფრთხოების რისკების შეფასება და რეკომენდაციების გაცემა;
** ინციდენტების მართვა, რეაგირება და ანგარიშგება ზედამხედველ ორგანოსთან საჭიროების შემთხვევაში;
** მონაცემთა დაცვის აუდიტის ჩატარება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** კომუნიკაცია მონაცემთა დაცვის სამსახურთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (იურიდიული, კიბერუსაფრთხოების, IT ან სხვა შესაბამისი მიმართულებით);
** პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია მინ. 1 წელი);
** საქართველოს კანონის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" და GDPR-ის ცოდნა;
** პოლიტიკებისა და რეგულაციების შედგენის გამოცდილება;
** კომუნიკაციისა და ტრენინგების ჩატარების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

რას ვთავაზობთ:

** მეგობრული და პროფესიონალური სამუშაო გარემო;
** კონკურენტული ანაზღაურება;
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი (თუ ეს შესაძლებელია).

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ შპს "პლატფორმა ჰოლდინგ ჯორჯიას" პროფესიონალთა გუნდს, გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე, ელ. ფოსტის მისამართზე: office@plex-team.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე