|
დასახელება:
მიმტანი
|
| მომწოდებელი:
ბისტრო
|
|
გამოქვეყნდა: 28 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 29 იანვარი
|
"გასტრონომ ჯგუფი" აერთიანებს გურმე მაღაზიათა ქსელს, განსხვავებული კონცეფციის რესტორნებსა და სახლის დეკორისა თუ სამზარეულოს აქსესუარების კონცეპტუალურ მაღაზიას.
კომპანია 2019 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს. მისი ბიზნეს კონცეფცია კვების ინდუსტრიაში საზოგადოებისთვის გასტრონომიული ცოდნისა და გემოვნების განვითარებაა. გასტრონომ ჯგუფი წარმოდგენილია Gastronome ბრენდის პრემიუმ დელიკატესების გურმე მაღაზიის 7 ფილიალით, 2 რესტორნით - იტალიური Bistro და არგენტინული Steakhouse, ჯანსაღი მენიუთი Brunch-ისგან და კონცეპტუალური მაღაზიით - Kitchen and Living.
ჯგუფს 2024 წელს შეემატა Tartine et Chocolat - ფრანგული მოდის სახლი ბავშვებისთვის, რომელიც 1977 წლიდან ტანსაცმლის დახვეწილ კოლექციებს ქმნის.
რესტორანი "Bistro by Gastronome" არის ადგილი, რომელიც იტალიური კულინარიის საუკეთესო ტრადიციებს ასახავს: ავთენტურ ნეაპოლიტანურ პიცას, ტრიუფელით გამდიდრებულ კერძებს, სრულყოფილად მომზადებულ სტეიკებს, პასტის მრავალფეროვან არჩევანსა და ბურგერებს.
პოზიციის მიმოხილვა:
ვეძებთ მიმტანს, რომელსაც შეუძლია, ყოველი მომსახურება სტუმრისთვის განსაკუთრებულ გამოცდილებად აქციოს.
ეს პოზიცია საუკეთესო შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც მოსწონს ადამიანებთან ურთიერთობა, დინამიკურ გარემოში მუშაობა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა.
ძირითადი მოვალეობები:
** შეკვეთის დროულად მიღება და სტუმრის სათანადო მომსახურება;
** სტუმრებისთვის შეკვეთის დროული მიწოდება;
** მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა.
მოთხოვნები:
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მასპინძლობის სფეროში;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება;
** ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
რას გთავაზობთ:
** სტაბილური ანაზღაურება: 1100 ლარი;
** სამუშაო გრაფიკი: 2/2-ზე (10:00-22:00);
** ჯანმრთელობის დაზღვევა (დასაქმებიდან 3 თვის შემდეგ);
** სწავლისა და განვითარების შესაძლებლობა ტრენინგებით;
** მეგობრული, განვითარებაზე ორიენტირებული გარემო.
რესტორნის ადგილმდებარეობა: პ.ქავთარაძის #1
გამოაგზავნეთ რეზიუმე 29 იანვრამდე ელფოსტაზე: cv@gastronome.ge
სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "მიმტანი"
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|