Робота для біженців з України
ქარხნის დირექტორის ასისტენტი - მარნეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქარხნის დირექტორის ასისტენტი
მომწოდებელი: მარნეულის სასურსათო ქარხანა
გამოქვეყნდა: 26 დეკემბერი / ბოლო ვადა: 26 იანვარი
სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.

დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".

ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი კომპანია "მარნეულის სასურსათო ქარხანა" აცხადებს ვაკანსიას ქარხნის დირექტორის ასისტენტის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: მარნეული.

ძირითადი მოვალეობები:

** დოკუმენტაციის წარმოება;
** ქარხნის დირექტორის შეხვედრების განრიგის ორგანიზება;
** ქარხნის დირექტორის შეხვედრების დაგეგმვა, დოკუმენტირება, უკუკავშირი, რეპორტინგი;
** შეხვედრის მასალების დოკუმენტაციის მომზადება და შეხვედრის სრული ტექნიკური მხარდაჭერა;
** საჭიროების შემთხვევაში შეხვედრაზე განხილული საკითხების ამსახველი ოქმის წარმოება;
** საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სახის მონაცემთა ბაზების წარმოება და განახლება;
** საჭიროების შემთხვევაში, ადგილობრივ მომწოდებლებთან კომუნიკაციის ორგანიზება;
** საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა ტიპის ანგარიშების მომზადება;
** საჭიროებისამებრ სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** დოკუმენტებთან მუშაობისა და საქმიანი მიმოწერის გამოცდილება;
** ინგლისური ენის არანაკლებ B1 დონეზე ცოდნა;
** MS Office ცოდნა;

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

** დაგეგმვისა და სამუშაოს ორგანიზების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნება;
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ.ფოსტაზე: vacancy@mff.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

სს "მარგებელ ჰოლდინგში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "მარგებელი ჰოლდინგის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე