Робота для біженців з України
ტენდერი Taati bar და atakhtari bar
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი Taati bar და atakhtari bar
მომწოდებელი: ლომისი - ლუდსახარში ნატახტარი
გამოქვეყნდა: 26 დეკემბერი / ბოლო ვადა: 09 იანვარი
თანდართული ფაილი: 691065_lomisi_tender_9140457.zip
სს "ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი" აცხადებს ტენდერს:

ნომრით #EF-GE/827
დანიშნულება: Taati bar and Natakhtari bar

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;

დაინტერესებულმა პირებმა ქვემოთ მითითებულ ელ ფოსტაზე უნდა წარადგინონ:

შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.

ტენდერის პირობები:

** მოწოდების ვადები განისაზღვრება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეკვეთის შესაბამისად.
** სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.
** გამარჯვებულ მომწოდებელთან გაფორმდება ხელშეკრულება, სატენდერო პირობების შესაბამისად.
** სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში და ანგარიშსწორების ვალუტას ასევე წარმოადგენს ლარი.
** ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად მიღებული საქონლის მიღებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში.

პროდუქტის დეტალური აღწერილობა:

** ნატახტრის ბარი უნდა იყოს მაქსიმალურად მსუბუქი კონსტრუქციის - ადვილად დასაშლელი, ასაწყობი და გადასაადგილებელი. მთავარი მოთხოვნა არის, რომ დაეტიოს 2 ჩამოსასხმელისთვის დასამონტაჟებელი აღჭურვილობა და 1 ცალი ერთკარიანი მაცივარი;
** ტაატის ბარი უნდა იყოს მოცულობით მსუბუქი კონსტრუქციის, ასევე მარტივად ასაწყობი და დასაშლელი. თუ შესაძლებელი იქნება, რომ დაუყენდეს ბორბლებიც. ქვედა ნაწილში კლაკნილი ხაზები იყოს ხე - 3D ეფექტის შესაქმნელად. ტაატის ლოგო, რომელიც ქვედა ნაწილზე არის განთავსებული, წინ უნდა იყოს წამოწეული.
** აუცილებელი მოთხოვნაა, რომ გამოყენებული მასალა იყოს გათვლილი გარე გამოყენებისთვის: მყარი და წყალგამძლე.

გთხოვთ, ვიზუალიდან გამომდინარე, ფერების და სხვა ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად, მოგვწეროთ მითითებულ მეილებზე:

megi.maisuradze@gea.anadoluefes.com | tenders@ge.anadoluefes.com

მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"
შემოთავაზების მიღება იწყება 26.12.2025 - 14:00
შემოთავაზების მიღება მთავრდება 09.01.2026 - 18:00
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:

მეგი მაისურაძე
ელ. ფოსტა: megi.maisuradze@gea.anadoluefes.com tenders@ge.anadoluefes.com
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე