|
დასახელება:
ვალუტის გადამცვლელ პუნქტის მოლარე
|
| მომწოდებელი:
სამორინე ეკლიფსი
|
|
გამოქვეყნდა: 26 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 26 იანვარი
|
სამორინე "ეკლიფსი" აცხადებს ვაკანსიას ვალუტის გადამცვლელ პუნქტის მოლარეს (კაზინოში) პოზიციაზე ქ. ბათუმში.
მოვალეობები:
• ნაღდი ფულის მიღება, გაცემა და გაცვლა;
• სალაროს დოკუმენტაციის წარმოება;
• კლიენტების კონსულტაცია;
• სალაროს უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში, ან საბანკო სფეროში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
** სალაროს ოპერაციებისა და პროგრამების ცოდნა;
** სალაროს დისციპლინის წარმოების წესების ცოდნა;
** ვალუტის გაცვლის წესების ცოდნა;
** საკასო აპარატთან და POS ტერმინალთან მუშაობის გამოცდილება;
** ვალუტის დამუშავება: ბანკნოტების ავთენტურობისა დადგენის უნარი;
** ფულადი გზავნილების განხორციელების, კლიენტებისთვის სადეპოზიტო ანგარიშების გახსნა/დახურვის გამოცდილება (სასურველია).
პიროვნული თვისებები:
** ყურადღება და სიზუსტე: მაღალი კონცენტრაცია, ზედმიწევნითობა თანხების დათვლისას
** პასუხისმგებლობა: სრული ფინანსური პასუხისმგებლობის აღების სურვილი;
** კომუნიკაციის უნარები: თავაზიანობა;
** დისციპლინა: სუბორდინაციის დაცვა, პუნქტუალურობა;
** დღის და ღამის ცვლაში მუშაობის შესაძლებლობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებას კომპანიის ხარჯზე.
ხელფასის შესახებ შეთანხმება მოხდება გასაუბრების ეტაპზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე:
jobEclipse@aug.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ სასურველი პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
ვაკანსიაზე განაცხადის წარდგენით აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შპს "ალიუდ იუნიტას ჯორჯიას" მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენს მიერ წარმოდგენილი მონაცემები დამუშავდება მხოლოდ თქვენი კანდიდატურის შესაბამის ვაკანსიაზე დასაქმების განხილვის მიზნებისთვის.
თქვენს მონაცემებს შევინახავთ უსაფრთხოდ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების დაცვით 6 თვის განმავლობაში იმ შემთხვევისთვის, თუ მომავალში გაჩნდება შესაფერისი პოზიცია და განვიხილავთ თქვენს დასაქმებას. შენახვის ვადის გასვლის შემდეგ ისინი სრულად განადგურდება/წაიშლება.
თქვენ გაქვთ უფლება:
** მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ;
** მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება ან წაშლა;
** გამოიხმოთ თანხმობა მონაცემების დამუშავებაზე ნებისმიერ დროს, რის შემდეგაც მონაცემები წაიშლება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
** ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
თქვენი უფლებებით სარგებლობისთვის ან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების/დაცვის საკითხებზე გთხოვთ გამოგვიგზავნეთ შეტყობინება ელფოსტაზე: jobEclipse@aug.ge.
|
|
|
|