|
დასახელება:
საწარმოს მთავარი ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
გეოჰოლდინგი
|
|
გამოქვეყნდა: 26 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 26 იანვარი
|
შპს "გეო ჰოლდინგი" ქ. თბილისში აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტული წარმოების საწარმოს მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო ფორმატი: საოფისე
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის პოლიტიკის მართვა;
** კომპანიის საბუღალტრო ოპერაციების დამადასტურებელი დოკუმენტების მონიტორინგი, მათი საგადასახადო კანონმდებლობასთან და ფინანსური აღრიცხვის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** თვის დახურვის ოპერაციების შესრულება / დასრულებული საცდელი ბალანსის მიღება;
** საბუღალტრო-ფინანსური ანგარიშგების წარმოება;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადების გაანგარიშება / საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა;
** სხვა საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად პროცესების გამართვა და რეგულარული ანგარიშგებების დროული მომზადება;
** შემოწმების პროცესში შემოსავლების სამსახურისა და შიდა აუდიტორების საბუღალტრო ინფორმაციითა და დოკუმენტაციით უზრუნველყოფა;
** მასალების და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა (მიღება, გადაადგილება, ჩამოწერა) /პერიოდული ინვენტარიზაციების ორგანიზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ფინანსებისა და ბუღალტერიის მიმართულებით);
** IFRS სტანდარტებისა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სიღრმისეული ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭებათ წარმოების სფეროს გამოცდილების მქონე კანდიდატებს)
** სასურველია ინგლისური ან რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართებზე: hr@geo-holding.ge და სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კონფიდენციალურობის სრული დაცვით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|