Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=690937&print=yes&view=jobs
 
სამშენებლო პროექტის ხელმძღვანელი - ჩაქვი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო პროექტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ნიტე
გამოქვეყნდა: 26 დეკემბერი / ბოლო ვადა: 26 იანვარი
შპს "ნიტე" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტის ხელმძღვანელის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: ქობულეთი, დაბა ჩაქვი
სამუშაო განრიგი: კვირაში არა უმეტეს 40 საათისა
პოზიცია/სფერო: სამშენებლო პროექტის ხელმძღვანელი

სამუშაოს აღწერილობა:

დამსაქმებლის საკუთრებაში არსებული მიმდინარე სამშენებლო პროექტის მართვა, რომლის უზრუნველსაყოფადაც:

** წინასწარ განსაზღვრული/შეთანხმებული ბიუჯეტისა და განსაზღვრული ვადების მუდმივის ზედამხედველობა;
** სხვადასხვა შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის პროექტის მომზადება/შეთანხმება;
** სხვადასხვა კონტრაქტორების მიერ სამშენებლო სამუშაოების ხარისხის, ვადების და ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის კონტროლი;
** სხვადასხვა საკითხების შეთანხმება დაკავშირებული პროფესიის (არქიტექტორი, კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, წყალმომარაგება, წყალარინება, ვენტილაცია და სხვ.) წარმომადგენლებთან და შესაბამისი პირების კოორდინაცია;
** სამშენებლო ობიექტებზე სამუშაოების მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი;
** შესრულებული სამუშაოების მოცულობების და ხარისხის გადამოწმება;
** სამშენებლო სამუშაოების ფორმა 2-ების ანალიზი და დადასტურება;
** სამუშაო პროცესში წარმოშობილი სხვა სამსახურებრივი ამოცანების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სამშენებლო, საინჟინრო ან მსგავსი მიმართულებით);
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება (მრავალსართულიანი სამშენებლო პროექტების მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** საოფისე პროგრამების (CRM, Excel, Email) ცოდნა (Autocad-ის პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)

ანაზღაურება: შეთანხმებით

განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად: developmentnite@gmail.com (ელფოსტის თავსართში აუცილებლად მიუთითეთ: "კონკურსი" ან "ხელმძღვანელი")

წარმოსადგენი დოკუმენტაცია: პირადობის მოწმობის ფოტო ასლი; С/V (ავტობიოგრაფია)

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 26 იანვრის ჩათვლით დროის მონაკვეთი

გადაწყვეტილების მიღების წესი: წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევის შემდეგ, შერჩეულ კონკურსანტ (ებ)ს თავად დავუკავშირდებით, მითითებული (წარმოდგენილი) საკომუნიკაციო არხების საშუალებით.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

კონტაქტი:

ელფოსტა: developmentnite@gmail.com
მობ: 568 161111 ან 568 201111
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია