Робота для біженців з України
IT და პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT და პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 25 დეკემბერი / ბოლო ვადა: 25 იანვარი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების და პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე თბილისში.

პოზიციის მიზანი: კომპანიის ბიზნეს პროცესების მხარდასაჭერად, როგორც ადგილობრივ ისე, საერთაშორისო ქსელის მასშტაბით ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამული უზრუნველყოფის სტრატეგიის შემუშავება, დანერგვა და მართვა; IT და პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ეფექტური ხელმძღვანელობა; საჭიროების შემთხვევაში პროცესების ციფრული ტრანსფორმაციის უზრუნველყოფა; IT ინფრასტრუქტურის სტაბილური, უსაფრთხო და ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** IT და პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სტრატეგიის შემუშავება კომპანიის მიზნების შესაბამისად, როგორც ადგილობრივ ისე, კომპანიის საერთაშორისო ქსელის მასშტაბით;
** ციფრული ტრანსფორმაციის პროექტების ინიცირება და მართვა;
** პროცესების ოპტიმიზაციის და საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, ახალი ტექნოლოგიების (მაგ., ხელოვნური ინტელექტი) დანერგვა;
** ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება, დანერგვა, მონიტორინგი;
** მონაცემთა დაცვა, კიბერ რისკების მართვა;
** ERP, POS, CRM, WMS და სხვა საჭირო სისტემების განვითარება და შეუფერხებლად ფუნქციონირების უზრუნველყოფა ქსელის მასშტაბით;
** პროგრამული არქიტექტურის დაგეგმვა და სტანდარტების განსაზღვრა, განახლება;
** პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სასიცოცხლო ციკლის (SDLC) მართვა და ზედამხედველობა (შიდა სისტემები, ვებ-გვერდი, ელ. კომერცია, მობილური აპლიკაცია) ადგილობრივ და საერთაშორისო ქსელის მასშტაბით;
** სისტემების ინტეგრაციისა და ავტომატიზაციის პროცესის ხელმძღვანელობა;
** სერვერების, ქლაუდ სერვისების, ქსელების მართვა-მონიტორინგი;
** მარკეტების და სასაწყობე ქსელის IT ინფრასტრუქტურის უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფა, გამართულობის მონიტორინგი;
** გუნდის წევრებზე დავალებების სწორი დელეგირება, შესრულების მონიტორინგი, ცოდნის გაზიარება, ეფექტური უკუკავშირი;
** ბიზნეს მოთხოვნების ანალიზი და ტექნიკურ გადაწყვეტილებების შემუშავება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, კომპიუტერულ მეცნიერებებში ან მომიჯნავე სფეროში;
** მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება IT მენეჯმენტში, მათ შორის მინიმუმ 2 წელი ხელმძღვანელ თანამდებობაზე;
** სასურველია საცალო ვაჭრობის (Retail) ან ელ.კომერციის სექტორში მუშაობის გამოცდილება;
** IT ინფრასტრუქტურის, ქსელის, ღრუბლოვანი ტექნოლოგიების (AWS, Azure), მონაცემთა ბაზების და მართვის მეთოდოლოგიების (Agile / Scrum / Waterfall) პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება;
** SQL Server და NoSQL ტიპის მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** ტექ.გუნდის მართვის და სხვადასხვა ქროს-ფუნქციურ გუნდებთან მუშაობის გამოცდილება;
** მნიშვნელოვანია ERP, CRM, POS სისტემების დანერგვის და განვითარების გამოცდილება;
** ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციის, გაციფრულების და შესაბამისი მიმართულებით ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ძლიერი ლიდერული და ორგანიზაციული უნარები;
** პროექტების მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების და სტრატეგიული მართვის უნარი;
** ძლიერი კომუნიკაციის უნარი, როგორც ტექნიკურ ისე, არატექნიკურ ბიზნეს ჯგუფებთან;
** პრობლემების სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე hr@jobline.ge. წერილის სათაურის (Subject) ველში გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე