|
დასახელება:
სხვადასხვა
|
| მომწოდებელი:
ფსიქიკური ჯანმრთ. და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი
|
|
გამოქვეყნდა: 25 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 25 იანვარი
|
"ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი" აცხადებს ვაკანსიებს:
1. იურიდიული სამსახურის უფროსი
აუცილებელი პირობა ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად:
კანდიდატი უნდა იყოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, რომელსაც სამართლისა და ადმინისტრირების სფეროში მუშაობის სულ ცოტა 3 წლის სტაჟი უნდა ჰქონდეს.
** იურიდიული სამსახურის უფროსი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს მოქმედი კანონმდებლობით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
** სამსახურის ფუნქციონირების ამოცანაა ცენტრის საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებული დებულებებისა და ბრძანებების პროექტების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის განსახილველად წარდგენა. ასევე ყველა იმ სამართალურთიერთობის წარმოება, რომელიც უკავშირდება ცენტრის საქმიანობას.
** წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება ყველა საჯარო და კერძო დაწესებულებასთან.
** ცენტრის ინსტრუქციების.ორგანიზაციული ბრძანებების, ხელშეკრულებების მომზადება.
** დებულების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და მათში სამართლებრივი ხასიათის შენიშვნების განხორციელება.
იურიდიული სამსახურის შემადგენლობაში მყოფ თანამშრომელთა საქმიანობის კოორდინირება და შესრულებული სამუშაოს შეფასება.
2. ფინანსური ანგარიშგებისა და პროგრამათა მართვის სამსახურის ბუღალტერი
** საბუღალტრო პროგრამა Fmg - ში ბუღალტრული ოპერაციების ასახვა;
** საინვოისო პროგრამაში ოპერაციების განხორციელება;
** RS - ge - ზე მუშაობა;
** დოკუმენტების დაარქივების უზრუნველყოფა.
3. ფინანსური ანგარიშგებისა და პროგრამათა მართვის სამსახურის უფროსი
უფლება მოვალეობა:
** აწარმოოს ფულადი საშუალებების, მოთხოვნების, წინასწარ გაწეული ხარჯების, ძირითადი და არამატერიალური აქტივების, მომწოდებლებთან წარმოქმნილი ვალდებულებების, საგადასახადო ვალდებულებების, კაპიტალის, საერთო და ადმინისტრაციული ხარჯების, არასამეწარმეო შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვის მიმდინარეობის კონტროლი.
** მიმდინარე და წლიური დეკლარაციების შევსება-ჩაბარება, წლიური და კვარტალური ფინანსური ანგარიშგების შევსება-წარდგენა, სხვა ფინანსური საკითხების ზოგადი ხელმძღვანელობა.
** აწარმოოს ნედლეულის, სხვა სასაქონლო მატერიალური მარაგების, სასაწყობო მეურნეობის კონტროლი, გადასახდელი ხელფასების, მომსახურებიდან წარმოქმნილი ვალდებულებების აღრიცხვის კონტროლი.
** საზოგადოების დირექციასთან (იურისტთან) შეთანხმებით სასამართლოს გადაწვეტილებების მსვლელობის კონტროლი.
** სამეთვალყურეო საბჭოს სხდომების და დირექციისა და სხვა გადაწყვეტილებების შესრულების მსვლელობის კონტროლი და შესაბამისი გადაწყვეტილებების ასახვა ბუღალტერიაში.
** საგადასახადო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოების მიზნებისათვის შეადგინოს და გააკონტროლოს საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია-ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვამდე, პასუხისმგებელი (მთავარი ბუღალტერი)
** დღგ-ს დეკლარაცია (გადასახადის არ ქონის შემთხვევაში დასაბეგრი ბაზის ოდენობის კონტროლი) - ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვამდე, პასუხისმგებელი (მთავარი ბუღალტერი)
** მოგების გადასახადის დეკლარაცია - ყოველი მომდევნო წლის 1 აპრილამდე, პასუხისმგებელი (მთავარი ბუღალტერი)
** ქონების გადასახადის დეკლარაცია - ყოველი მომდევნო წლის 1 აპრილამდე, პასუხისმგებელი (მთავარი ბუღალტერი)
** დამფუძნებლის - სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის" ფინანსური ანგარიშგებების მომზადება კვარტალურად (ბალანსი, მოგება-ზარალის უწყისი, ფულადი ნაკადების მოძრაობის უწყისი (პირდაპირი და არაპირდაპირი), პასუხისმგებელი (მთავარი ბუღალტერი)
** დამფუძნებლის - სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის" წლიური აუდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადება, პასუხისმგებელი (მთავარი ბუღალტერი)
** დამფუძნებლის - სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის" წინა საპროგნოზო ბიზნეს-გეგმის პროექტის და საჭიროების შემთხვევაში დაზუსტებული ბიზნეს-გეგმის მომზადება, პასუხისმგებელი (მთავარი ბუღალტერი)
** სტატისტიკის ფორმები - კვარტალურად, პასუხისმგებელი (მთავარი ბუღალტერი)
hr@mhpa.ge
მისამართი: შპს "ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი"
ქ. თბილისი ქავთარაძის ჩიხი №2
|
|
|
|