Робота для біженців з України
ანესთეზიოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანესთეზიოლოგი
მომწოდებელი: ახალი მზერა
გამოქვეყნდა: 25 დეკემბერი / ბოლო ვადა: 25 იანვარი
თვალის კლინიკა "ახალი მზერა" აცხადებს ვაკანსიას ანესთეზიოლოგის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი - სრული

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

** პაციენტის წინასაოპერაციო შეფასება და ანესთეზიოლოგიური რისკების განსაზღვრა;
** ანესთეზიის დაგეგმვა და ჩატარება ოფთალმოლოგიური ოპერაციების დროს (ადგილობრივი ანესთეზია);
** პაციენტის სასიცოცხლო პარამეტრების მონიტორინგი ოპერაციის მიმდინარეობისას;
** ოპერაციის შემდგომი მდგომარეობის კონტროლი და პოსტანესთეზიური მოვლა;
** გადაუდებელ სიტუაციებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება;
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება და ანესთეზიოლოგიური ჩანაწერების სწორად გაფორმება;
** ქირურგიულ და სამედიცინო გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა;
** ინფექციური კონტროლისა და კლინიკის შიდა პროტოკოლების დაცვა;
** პაციენტებთან და მათ ახლობლებთან პროფესიული კომუნიკაცია ანესთეზიასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** განვითარებისა და დაწინაურების შესაძლებლობას;
** კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობის შესაძლებლობას;
** თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სერვისებით მგზავრობის 1 წლიან სამგზავრო ბარათს - შესწავლის პერიოდის წარმატებით გავლის შემთხვევაში.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმეები (CV) ფოტოსურათთან ერთად გამოგზავნეთ შემდეგ საფოსტო მისამართზე info@akhalimzera.ge 2026 წლის 30 იანვრამდე.
აუცილებელია სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე