Робота для біженців з України
სტაჟიორი ხარჯთაღმრიცხველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟიორი ხარჯთაღმრიცხველი
მომწოდებელი: SekkeiPark
გამოქვეყნდა: 25 დეკემბერი / ბოლო ვადა: 25 იანვარი
კომპანია SEKKEI PARK აცხადებს ვაკანსიას: ხარჯთაღმრიცხველი/სტაჟირება.

კომპანიის შესახებ:

ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს MEP პროექტების განხორციელებაში, აქტიურად ვმონაწილეობთ პროექტის სრულ ციკლში: დაპროექტებაში, შესრულებაში და შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მოვლასა და გამართულად მუშაობაში.

ვაკანსიის შესახებ:

** ანაზღაურება: 700 ლარი
** სამუშაო გრაფიკი: 09:00 - 18:00, შაბათ-კვირის გარდა
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მედეა ჩახავას #9
** საკონტაქტო ტელ.ნომერი: 595 116 735

ფუნქცია-მოვალეობები:

** საპროექტო დოკუმენტაციისა და მოცულობების უწყისების (BOQ) შედარება სახარჯთაღრიცხვო მონაცემებთან, მათ შორის შეუსაბამობების იდენტიფიცირება უფროსი სპეციალისტის ზედამხედველობით;
** კლიენტებისა და ფინანსური გუნდისთვის წარსადგენი პირველადი განფასებების მომზადებაში მონაწილეობა;
** საინჟინრო/საინსტალაციო მასალების ფასების აქტიური მონიტორინგი და კვლევა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე;
** შერჩეული აგრეგატების ტექნიკური მახასიათებლების შედარება საპროექტო მოთხოვნებთან და დოკუმენტაციის სისწორის გადამოწმება;
** დაკონტრაქტებამდე განფასებების კორექტირებაში მონაწილეობა ტექნიკური დეპარტამენტისა და პროექტანტების რეკომენდაციების საფუძველზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა: MS Excel, MS Word
** ენები: ინგლისური
** გამოცდილება: სასურველია

უნარები და თვისებები:

** მათემატიკური აზროვნება;
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებული;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

** სამედიცინო დაზღვევა
** პროფესიული განვითარება
** სატელეფონო ხარჯების ანაზღაურება
** ჯანსაღი სამუშაო გარემო

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@sekkeipark.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://sekkeipark.com/

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე