Робота для біженців з України
მაღაზიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: პრემიერ გრუპ
გამოქვეყნდა: 25 დეკემბერი / ბოლო ვადა: 25 იანვარი
კომპანია შპს "პრემიერ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე, სამშენებლო და სარემონტო მასალების მაღაზიის თბილისის ფილიალში.

მდებარეობა: თბილისი

ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიის მართვა, მიმდინარე პროცესების კონტროლი, გამართული სამუშაო პროცესის ორგანიზება
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, შესრულებული სამუშაოს კონტროლი
** გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა, სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა/მონაწილეობა
** მარაგების კონტროლი
** კომპანიაში არსებული მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა

ძირითადი მოთხოვნები:

** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ფლობა
** სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება და ბ კატეგორიის მართვის მოწმობა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის და ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ორგანიზებულობა და დისციპლინა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება
** გუნდის მართვისა და დელეგირების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა

პირობები:

** სამუშაო საათები: 10:00-18:30, კვირაში 6 დღე (დასვენების დღე - კვირა)
** ანაზღაურება: 1500 ₾ + ბონუსი გაყიდვებიდან

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნეთ CV ელ.ფოსტაზე vacancy@premiergroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მაღაზიის მენეჯერი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე