Робота для біженців з України
მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ფარმა სთორი
გამოქვეყნდა: 25 დეკემბერი / ბოლო ვადა: 25 იანვარი
ესთეტიკურ ბაზარზე ლიდერი სადისტრიბუციო კომპანია "ფარმა სთორი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე, რომელიც ჩართული იქნება სრული მარკეტინგული ციკლის მართვის პროცესში

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** სრული მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება, არსებულ ბაზარზე ბიზნესის ინტერესებისა და მიზნების მისაღწევად;
** ბაზრის კვლევების ჩატარება და ანალიზი ტენდენციებისა და მომხმარებელთა საჭიროებების დასადგენად, ასევე კონკურენტთა შეფასებისთვის;
** პროდუქტის ეფექტურად წარდგენა ბაზარზე, სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და გაყიდვების მხარდაჭერა, კომპანიის ინტერესების მიხედვით;
** გაყიდვების გუნდთან თანამშრომლობა, რათა შეიქმნას მიზნობრივი მარკეტინგული მასალები, მათ შორის ბროშურები, პრეზენტაციები და ციფრული კონტენტი;
** ციფრულ მარკეტინგში ჩართულობა, სოციალური მედიის მართვა, სხვადასხვა კამპანიების დაგეგმვა და შესრულება;
** ორგანიზება და მონაწილეობა ესთეტიკური მედიცინის ინდუსტრიის ღონისძიებებში, გამოფენებში და ვებინარებში პროდუქტების წარმოსაჩენად და პოტენციურ კლიენტებთან დასაკავშირებლად;
** ურთიერთობების დამყარება და შენარჩუნება ძირითად სტეიკჰოლდერებთან, მათ შორის კოსმეტოლოგებთან, ესთეტიკურ კლინიკებთან და ინდუსტრიის გავლენიან წარმომადგენლებთან;
** მარკეტინგული ინიციატივების ეფექტურობის მონიტორინგი, ანალიზი და მონაცემების საფუძველზე მომავლისთვის რეკომენდაციების მონიშვნა;
** მარკეტინგის მიმართულების საქმიანობისთვის ბიუჯეტის განსაზღვრა და სტრატეგიების ეფექტური შესრულების უზრუნველყოფა.

კვალიფიკაცია:

** ბაკალავრის ხარისხი მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მასთან მომიჯნავე სფეროში;
** სასურველია მაგისტრის ხარისხი;
** მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება მარკეტინგში, სასურველია ფარმაცევტული ან ესთეტიკური მედიცინის ინდუსტრიაში;
** მარკეტინგის პრინციპებისა და ტექნიკის, მათ შორის ციფრული მარკეტინგის სტრატეგიების კარგად ცოდნა;
** მარკეტინგული პროგრამული უზრუნველყოფისა და ინსტრუმენტების ცოდნა (CRM, ელექტრონული ფოსტის მარკეტინგის პლატფორმები, სოციალური მედიის მართვის ინსტრუმენტები).

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და მოლაპარაკების უნარი;
** კრეატიული და შედეგზე ორიენტირებული ხედვა;
** აუცილებელია ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა;
** პროაქტიულობა და თავდაჯერებულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: anajavakhidze@pharmastore.ge

წარმატებას გისურვებთ!

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე