|
დასახელება:
იმპორტის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ფარმა სთორი
|
|
გამოქვეყნდა: 25 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 25 იანვარი
|
ესთეტიკურ ბაზარზე ლიდერი სადისტრიბუციო კომპანია "ფარმა სთორი" აცხადებს ვაკანსიას იმპორტის მენეჯერის პოზიციაზე, რომელიც ჩართული იქნება იმპორტთან დაკავშირებული სრული ციკლის მართვაში
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** ესთეტიკური მედიცინის პროდუქტების საერთაშორისო მწარმოებლებისა და მომწოდებლების იდენტიფიცირება, შეფასება და კომუნიკაციის დამყარება;
** არსებულ მომწოდებლებთან მჭიდრო ურთიერთობების შენარჩუნება და ხელსაყრელ პირობებზე მოლაპარაკება;
** იმპორტთან დაკავშირებული საქმიანობის დაგეგმვა და განხორციელება გაყიდვების პროგნოზების, მარაგების რაოდენობისა და ბიზნეს საჭიროებების მიხედვით;
** მომწოდებლებთან, ტვირთების გადამზიდავ სატრანსპორტო კომპანიებთან და საბაჟო ბროკერებთან აქტიური კომუნიკაცია, იმპორტის პროცესის ეფექტურად წარმართვის უზრუნველსაყოფად;
** პროდუქციის იმპორტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და კოორდინაცია;
** იმპორტის პროცესის ეფექტურობის უზრუნველყოფა პროდუქტის ხარისხის, მიწოდების ვადებისა და არსებული ბიუჯეტის გათვალისწინებით;
** პროდუქტების საჭიროების პროგნოზირება გაყიდვების გუნდთან კონსულტაციის საფუძველზე;
** მარაგების ოპტიმალური რაოდენობის შენარჩუნება, მარაგების ნაკლებობის ან ჭარბი მარაგების თავიდან ასაცილებლად;
** საერთაშორისო გადაზიდვების (საჰაერო, საზღვაო ან სახმელეთო) კოორდინაცია, მათ შორის ტვირთის გადაზიდვის, განბაჟებისა და მიწოდების გრაფიკების კონტროლი;
** საბაჟო ბროკერებთან და ლოგისტიკურ პარტნიორებთან თანამშრომლობა პროდუქციის საქართველოში დროული იმპორტის უზრუნველსაყოფად;
** პროდუქციის იმპორტისთვის განსაზღვრული ბიუჯეტისა და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით ინიციატივების შემუშავება;
** ხელმძღვანელისთვის ანგარიშების რეგულარულად წარდგენა განხორციელებული და დაგეგმილი იმპორტების შესახებ.
კვალიფიკაცია:
** ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების, საერთაშორისო შესყიდვების, ლოგისტიკის, ან მომიჯნავე სფეროს მიმართულებით;
** 3+ წლიანი გამოცდილება იმპორტის ან საერთაშორისო შესყიდვების მიმართულებით;
** საერთაშორისო მომწოდებლებთან კომუნიკაციის გამოცდილება;
** საქართველოს საბაჟო პროცედურების და სამედიცინო პროდუქტების რეგულაციების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** მომარაგების ჯაჭვის, ლოგისტიკისა და შესყიდვების პროგრამული უზრუნველყოფის გამოცდილება;
ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა აუცილებელია;
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
მნიშვნელოვანი უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** კრიტიკული აზროვნების უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური ორგანიზების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: anajavakhidze@pharmastore.ge
წარმატებას გისურვებთ!
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."
|
|
|
|