Робота для біженців з України
ფილიალის მენეჯერი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: ნავნე
გამოქვეყნდა: 25 დეკემბერი / ბოლო ვადა: 25 იანვარი
კომპანია "ნავნე" არის ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიათა ქსელი საქართველოში. კომპანია 17 წელია ბაზარზე ოპერირებს და ფლობს 22 მაღაზიას მთელი საქართველოს მასშტაბით. "ნავნეს" მაღაზიებში წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი: ტანისამოსი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, კოსმეტიკა, პარფიუმერია და ჰიგიენა, სათამაშოები, სახლის დეკორი, საკანცელარიო ნივთები. მაღალი ხარისხი და დაბალი ფასები "ნავნეს" მთავარი უპირატესობაა.

სამუშაო ადგილი: რუსთავი
პოზიცია: ფილიალის მენეჯერი
გრაფიკი: სრული განაკვეთი, მცოცავი გრაფიკი, (7 საათი + 1 საათი შესვენება), 5 დღე სამუშაო, 2 დასვენების დღე
ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე სისტემა.

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიის მართვა, მიმდინარე პროცესების კონტროლი, გამართული სამუშაო პროცესის ორგანიზება.
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, შესრულებული სამუშაოს კონტროლი.
** გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა, სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვა/მონაწილეობა.
** მარაგების კონტროლი.
** კომპანიაში არსებული მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება.
** აუცილებელია გამოცდილება ტანსაცმლის ან კოსმეტიკის რითეილ მიმართულებით.
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა.
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი.
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
** პუნქტუალურობა.
** გუნდური მუშაობა.
** გუნდის მართვისა და დელეგირების უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე hr@navne.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ლოკაცია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე