Робота для біженців з України
საწყობის კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის კონსულტანტი
მომწოდებელი: სენა ავტო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 25 დეკემბერი / ბოლო ვადა: 25 იანვარი
"სენა ავტო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობის მოწესრიგება პროდუქციის მიღებისთვის; შემოსული პროდუქციის მანქანებიდან ჩამოტვირთვა და მოდელების მიხედვით დასაწყობება; პროდუქციის გახსნისას ყუთებისა და სხვა ნარჩენების გადაყრა;
** გაყიდული და გადანაწილებული პროდუქტების მომზადება/გაცემა;
** მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქციის საწყობიდან გამოტანა და მენეჯერისთვის მიწოდება;
** საწყობის და მაღაზიის ყოველდღიურ, ყოველკვირეულ აღწერაში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სასაწყობე მეურნეობაში;
** MS Office ცოდნა (MS Excel მაღალ დონეზე);
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** ორგანიზებულობა და პრობლემების სწრაფად მოგვარების უნარი;
** რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულების უნარი;
** კონტროლისა და ანალიზის უნარი;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** კომუნიკაბელური;
** დისციპლინირებული;
** მოტივირებული.

დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: office@senamotors.com.ge

 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე