Робота для біженців з України
ავტო ნაწილების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტო ნაწილების კონსულტანტი
მომწოდებელი: სენა ავტო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 25 დეკემბერი / ბოლო ვადა: 25 იანვარი
"სენა ავტო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ავტო ნაწილების კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის მომსახურება კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** მომხმარებლის საჭიროების დადგენა და მისი ინტერესების მიხედვით, შესაბამისი მომსახურების გაწევა;
** პროდუქციის სასაწყობო ნაშთების კონტროლი და შესაბამისი ანგარიშების წარმოება;
** პროდუქციის შეთავაზება, მახასიათებლების ახსნა/დემონსტრირება, დაინტერესების შემთხვევაში ინვოისის მომზადება და მომხმარებლის მოლარე-ოპერატორთან გადამისამართება;
** მომხმარებლისთვის ალტერნატიული პროდუქტის შეთავაზება (ონლაინ კატალოგის მიხედვით).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური განხრით);
** მინ.2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ავტო ნაწილების გაყიდვების/მომსახურების სფეროში აუცილებელია;
** ავტო ნაწილების ონლაინ კატალოგთან მუშაობის გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** თავაზიანი მომსახურების უნარი;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სხარტი აზროვნება;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: offoce@senamotors.com.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე