Робота для біженців з України
ადმინისტრატორი/ბარისტა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი/ბარისტა
მომწოდებელი: ფიტნეს დარბაზი რეფორმა
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი / ბოლო ვადა: 24 იანვარი
სპორტული დარბაზების ქსელი - "რეფორმა" ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. ჩვენი სივრცეები აღჭურვილია უახლესი ტრენაჟორებით, უსაფრთხოებისა და ჰიგიენის დაცვის მაღალი სტანდარტით. ადგილზე შეგიძლიათ ისარგებლოთ სხვადასხვა სპორტული მიმართულებით - აერობიკა, პილატესი, კრივი, სპინინგი, პროფესიონალი ინსტრუქტორების მომსახურებით და თქვენზე მორგებული პაკეტებით/აბონემენტებით.

ჩვენი მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, განახლებული სტანდარტების დანერგვა, მომხმარებელზე ზრუნვა და მაღალკვალიფიციური სერვისების მიწოდება.

ახალი ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს - ადმინისტრატორის / ბარისტას პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძე, ავთო ვარაზის ქუჩა N16
სამუშაო განაკვეთი: სრული (ცვლებში გაწერილი).
ანაზღაურება: 700 ლარი (ნეტი) + ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** მომხმარებლისთვის კომპანიის პროდუქტზე სრული ინფორმაციის მიწოდება/გაცნობა;
** მომხმარებლის შესაბამის პერსონალთან გადამისამართება;
** საშვების, სამაჯურების და ტურნიკეტის კონტროლი;
** მომხმარებელთა აბონემენტების კონტროლი;
** შემოსულ ზარებზე პასუხი;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება;
** ტერმინალების ტრანზაქციების სწორად წარმოება;
** უშუალო ხელმძღვანელი პირის მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

უნარები:

** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** მეგობრულ, მხარდამჭერ გარემოს;
** სტუდენტებზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს;
** ყოველთვიურ ფიტნეს აბონემენტს;
** ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსებას.

გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@reforma.com.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, მაგ: "ადმინისტრატორი / ბარისტა".

სპორტ დარბაზი "რეფორმა", მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ თქვენ პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ, მათ შორის, ვაგროვებთ, ვამოწმებთ და ვინახავთ თქვენი განაცხადის განსახილველად, კანდიდატთა შერჩევისთვის/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში. თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში. ამავე ვადაში, შესაძლებელია ჩვენ მიერ თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს სხვა მსგავს ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით. თუ არ გსურთ შემდგომში ზემოაღნიშნული მიზნით დამუშავდეს თქვენი მონაცემები, გთხოვთ ამის თაობაზე გვაცნობოთ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@reforma.com.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე