|
დასახელება:
ლიდერი-აღმზრდელი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს კარიტასი
|
|
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 12 იანვარი
|
"საქართველოს კარიტასი" აცხადებს ვაკანსიას ბათუმის მცირე საოჯახო ტიპის სახლის ლიდერი-აღმზრდელის პოზიციაზე.
პირობები:
** მომსახურება/პროექტი: მცირე საოჯახო ტიპის სახლი
** დასაქმების ტიპი: 100 % დატვირთვა.
** არასტანდარტული სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს (მათ შორის უქმე დღეებში), დილის 10:00 საათიდან მეორე დღის 10:00 საათამდე. სამუშაო დღეები განისაზღვრება უშუალო ხელმძღვანელის მიერ შედგენილი გრაფიკის შესაბამისად, რომელსაც დასაქმებული ეცნობა ყოველი თვის 01 რიცხვამდე.
** ვაკანსია ღიაა: ყველა დაინტერესებული პირისთვის.
** ხანგრძლივობა: გრძელვადიანი, ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადის პირობით;
** ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, კახაბერის IV, N6
სამუშაო მიზანი:
მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სასიცოცხლოდ აუცილებელი საჭიროებების მოგვარება; მათი რეაბილიტაციის და სოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობა;
მცირე საოჯახო ტიპის სახლის მიზანია - მზრუნველობამოკლებული ბავშვების ოჯახთან მიახლოებული გარემოთი უზრუნველყოფა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება.
ძირითადი მოვალეობები:
** მონაწილეობას იღებს პროგრამის სტრატეგიულ დაგეგმვაში;
** მონაწილეობას იღებს პროექტის ახალი ციკლის დაგეგმვაში/არსებული პროექტის დახვეწა/გაუმჯობესებაში;
** უზრუნველყოფს პროექტის განხორციელებას ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების და პროექტის გეგმის მიხედვით;
** უზრუნველყოფს ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებით, შესაბამისი სახელმწიფო რეგულაციებით, ორგანიზაციის პოლიტიკის დოკუმენტებით მოთხოვნილი დოკუმენტაციის არსებობას და წარმოებას;
** ბავშვის მომსახურებაში განთავსებისთანავე დაუყოვნებლივ აღრიცხავს ბავშვის შესახებ მონაცემებს შესაბამის ჟურნალში. იმ შემთხვევაში თუ ბავშვი არ არის შემოყვანილი მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სოციალური მუშაკის მიერ, ბავშვის შემოყვანისთანავე სატელეფონო საშუალებით ატყობინებს ინფორმაციას ახლად შემოსულ ბავშვზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელს და პროგრამის მენეჯერს;
** თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოავლენს აღსაზრდელის ძალადობის შემთხვევას და ინფორმაციას დაუყოვნებლივ გადასცემს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სოციალურ მუშაკს და პროგრამის მენეჯერს; იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა ბავშვზე ძალადობის ფაქტი, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სოც მუშაკთან, აღმზრდელთან, ფსიქოლოგთან და პროგრამის მენეჯერთან შეთანხმებით უზრუნველყოფს აღსაზრდელს ფსიქოლოგიური და სამედიცინო დახმარებით;
** მოძალადის მიერ ბავშვთან კონტაქტის მცდელობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აწვდის ინფორმაციას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სოციალურ მუშაკს და პროგრამის მენეჯერს (საჭიროების შემთხვევაში პოლიციას).
** უზრუნველყოფს ბენეფიციართა მომსახურების ინდივიდუალური გეგმების, მისი შესრულებისა და პერიოდული გადასინჯვის სრულფასოვნად წარმოებას.
** პროგრამის ოფიცრის კოორდინაციით, აღმზრდელებთან შეთანხმებულად ზრუნავს ბავშვების საჭიროებებზე (კვება; ტანსაცმელი/ფეხსაცმელი, პირადი ნივთები, დასვენება/გაჯანსაღება, და ა.შ)
** აქტიურად არის ჩართული სააღმზრდელო პროცესში. აღსაზრდელებთან მუშაობს ჯგუფურად ან/და ინდივიდუალურად. სააღმზრდელო პროცესში მხარს უჭერს მსტ სახლის აღმზრდელებს.
** აღმზრდელებთან და ფსიქოლოგთან შეთანხმებულად ზრუნავს ბავშვების ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე, ბავშვების ცნობიერების ამაღლებაზე. ბავშვებს რთავს არაფორმალური განათლების აქტივობებში და ზრუნავს მათი პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაზე მათივე ინტერესებისა და სურვილების შესაბამისად; ბავშვებს, მათივე ინტერესებისა და სურვილების შესაბამისად რთავს სხვადასხვა სპორტულ, გასართობ და ინტელექტუალურ-შემეცნებით აქტივობებში და ზრუნავს მათ სოციალურ განვითარებაზე;
** აღმზრდელებთან და ფსიქოლოგთან შეთანხმებულად ზრუნავს ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახთან და ნათესავებთან კავშირის აღდგენაზე, გაძლიერებასა და შენარჩუნებაზე;
** თანამშრომლობს ბავშვების აღზრდაში ჩართულ აქტორებთან (ბავშვის კანონიერ წარმომადგენელი, ფსიქოლოგი, ექიმი, პედაგოგი და ა.შ.)
** განსაკუთრებულ შემთხვევებში, როგორიცაა ბენეფიციარის მოხვედრა სტაციონარში, პოლიციაში და სხვ. უზრუნველყოფს ბენეფიციართა სათანადო მეთვალყურეობას აღმზრდელების ან საკუთარი რესურსის ჩანაცვლებით (სანაცვლოდ აღებული დასვენების დღეებით/საათებით ან დამატებითი ანაზღაურებით; აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მოხსენებითი ბარათის საშუალებით აგზავნის პროგრამის მენეჯერთან და ოფიცერთან);
** განსაკუთრებულ შემთხვევებში (ბენეფიციარის მოხვედრა სტაციონარში, პოლიციაში და სხვ) ინფორმაციას აწვდის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სოციალურ მუშაკს და პროგრამის ოფიცერს.
** აკონტროლებს/მართავს პროექტის ბენეფიციარების პირად მონაცემებს ორგანიზაციის და ქვეყნის კონფიდენციალურობის/პირადი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკის შესაბამისად;
** რეგულარულად აწარმოებს პროექტის აქტივობების და ბენეფიციართა შემთხვევების ("ქეისები") მონიტორინგს და პროგრამის მენეჯმენტთან შეთანხმებული პერიოდულობითა და ფორმით წარადგენს ანგარიშს;
** საჭიროების შემთხვევაში პროგრამის ოფიცრის კოორდინაციით უზრუნველყოფს მომსახურების და ბენეფიციართა ინდივიდუალურ საჭიროებებს პროექტის ბიუჯეტის მიხედვით. (ახორციელებს შესყიდვებს პროგრამის ოფიცერთან და ლოჯისტთან შეთანხმებით).
** უზრუნველყოფს მის მიერ განხორციელებული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან და ორგანიზაციაში დამტკიცებულ ფინანსურ პროცედურებთან; მისი კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებული შესყიდვების თაობაზე ყოველთვიურ ფინანსურ ანგარიშს აბარებს პროგრამის ოფიცერს არა უგვიანეს მომდევნო თვის 3 რიცხვისა;
** პასუხისმგებელია პროექტის ინვენტარზე;
** მონაწილეობას იღებს პროგრამის მმართველი ჯგუფის საკოორდინაციო შეხვედრებში;
** პროგრამის PR სპეციალისტთან და პროგრამის მენეჯმენტთან შეთანხმებით ზრუნავს პროექტის სათანადო ცნობადობაზე.
** კოორდინირებას უწევს აღმზრდელებს მიმართულების და უკუკავშირის მიცემით;
** მონაწილეობა იღებს თანამშრომლების შერჩევის პროცესში;
** მონაწილეობას იღებს თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების პროცესში
** გამოავლენს თანამშრომელთა საჭიროებებს და მენეჯერთან შეთანხმებით ზრუნავს მათ პროფესიულ ზრდაზე;
** კოორდინირებას უწევს მოხალისეების და პრაქტიკაზე მყოფი სტუდენტების მუშაობას;
** ხელმძღვანელობს კარიტასის ძირითადი პრინციპებითა და ფასეულობებით; მისდევს ორგანიზაციის ყველა პოლიტიკის დოკუმენტს;
** დახმარებას უწევს პროგრამის მენეჯმენტს პროექტთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება (სასურველია უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიურ, პედაგოგიურ ან სოციალურ მეცნიერებებში; სასურველია გავლილი ჰქონდეს აღმზრდელის სატრენინგო კურსი, რომელიც შეთანხმებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან);
** ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება; (სასურველია რთული ქცევის ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარ-ჩვევები, კრიზისული სიტუაციების მართვის გამოცდილება;
** კომუნიკაციის კარგი უნარები, გუნდში მუშაობის გამოცდილება;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა.
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** წერითი და ანალიტიკური უნარები
პიროვნული მახასიათებლები:
** სხვა ეროვნების, რელიგიების და შეხედულების მიმართ პატივისცემა;
** მინიმალური ზედამხედველობით სამუშაოს შესრულების უნარი;
** წარმატებული და მიზანდასახული ურთიერთობის დამკვიდრება და შენარჩუნება;
** პროფესიონალი, კეთილსინდისიერი და ლოიალური;
** გუნდური მუშაობის ძლიერი უნარ-ჩვევები, კოლეგებთან ყოველდღიური ურთიერთობების სწორი წარმართვა;
** სასურველია: ქველმოქმედების/მოხალისეობის სფეროს ცოდნა
** ემპათიური;
ჰონორარი/ ხელფასი:
** გამოსაცდელი ვადის პერიოდში (3 დან - 6 თვემდე) - ხელზე ასაღები ხელფასი 917, 00 ლარიდან - 974, 00 ლარამდე, კანდიდატის განათლებიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე
** გამოსაცდელი ვადის წარმატებით დასრულების შემდგომ პერიოდში - ხელზე ასაღები ხელფასი 1036, 00 ლარიდან - 1101, 00 ლარამდე, კანდიდატის განათლებიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე.
განსაკუთრებული პირობები:
შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე კანდიდატი ეცნობა ორგანიზაციის "თანამშრომელთა შიდა წესებს და რეგულაციებს", შიდა პოლიტიკის დოკუმენტებს, როგორიცაა: "ქცევისა და ეთიკის კოდექსი", "ბავშვთა და მოწყვლად ზრდასრულთა უსაფრთხოების პოლიტიკა" და სხვ. (პოლიტიკის დოკუმენტები იხ ვებ გვერდზე https://caritas.ge). შრომით ხელშეკრულებაზე ხელმოწერით კანდიდატი ეთანხმება ორგანიზაციის მიერ დამტკიცებულ ყველა პოლიტიკის დოკუმენტს, შრომითი ხელშეკრულების პირობებს და სამუშაო აღწერით განსაზღვრულ თანამდებობრივი ფუნქციების შესრულებას.
განაცხადის შეტანა:
სათანადო კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელ. მისამართზე: loredana.monetti @caritas.ge;
გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ სასურველი პოზიცია - "ლიდერი/აღმზრდელი".
საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ვაკანსიის გამოცხადება ორგანიზაციის გარეთ:
განაცხადის გამოქვეყნების თარიღი: 24.12.25
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 12.01.26
ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. "საქართველოს კარიტასის" მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.
მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს:
https://www.caritas.ge;
https://www.facebook.com/CaritasGeorgiaSakartvelo;
|
|
|
|