Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=690582&print=yes&view=jobs
 
დოკუმენტბრუნვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დოკუმენტბრუნვის მენეჯერი
მომწოდებელი: UGT
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი / ბოლო ვადა: 24 იანვარი
კომპანია "UGT" აცხადებს ვაკანსიას დოკუმენტბრუნვის მენეჯერის პოზიციაზე.

დასაქმების პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო განაკვეთი: სრული
** ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები)

კომპანიის შესახებ:

"იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაშვიდი წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტრობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ხელშეკრულების რეესტრის წარმოება იურიდიული დეპარტამენტისთვის (სკანირება და შესაბამის პროგრამაში ასახვა);
** წერილების მომზადება;
** ხელშეკრულებისა და სხვადასხვა დოკუმენტაციის გადახედვა და ელექტრონული ხელმოწერით დამოწმება;
** ურთიერთობა სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან (სასამართლო, იუსტიციის სახლი და ა.შ);
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

პროფესიული უნარები/მოთხოვნები:

** აუცილებელია MS Office -ის (Word, Outlook) პროგრამების ცოდნა;
** განათლება: აუცილებელია უმაღლესი განათლება;
** ენები: აუცილებელია ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება: აუცილებელია ადმინისტრაციული მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება.

კომპეტენციები:

** ინფორმაციის ანალიზის უნარი;
** გამართულად წერის უნარი;
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებული;
** მოტივირებული;
** მიზანდასახული

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** Fitpass

დამატებითი ინფორმაცია

განაცხადების მიღება გაგრძელდება 24 იანვრის ჩათვლით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვაკანსია შეიძლება დაიხუროს ვადამდე, შესაბამისი კანდიდატის შერჩევის შემთხვევაში.

განაცხადის გასაკეთებლად, საჭიროა გადახვიდეთ მოცემულ ბმულზე, დარეგისტრირდეთ ჩვენს კარიერ საიტზე და შეავსოთ განაცხადი: https://career.ugt.ge/job-invite/1166/

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია