Робота для біженців з України
სამედიცინო აპარატურისა და ტექნიკის ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო აპარატურისა და ტექნიკის ინჟინერი
მომწოდებელი: ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი / ბოლო ვადა: 24 იანვარი
შპს "ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი" ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო აპარატურის და ტექნიკის ინჟინრის პოზიციაზე

ჩვენს შესახებ

"ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი" წარმოადგენს უახლესი თაობის სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ტრადიციული ქირურგიისა და ინოვაციური ტექნოლოგიების სინთეზით იქმნება ზუსტი, უსაფრთხო და პაციენტზე ორიენტირებული გარემო.

ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე რობოტული ქირურგიის სისტემებით და რომელსაც აძლიერებს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა გუნდი, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ პაციენტების ჯანმრთელობაზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.

სამუშაოს აღწერილობა:

** მისამართი: თბილისი კ. ჩაჩავას N1
** სამუშაო დრო: კვირაში 5 დღე; 09:00-18-00

ძირითადი მოვალეობები:

** სამედიცინო აპარატურის/დანადგარების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
** სამედიცინო აპარატურის მომწოდებელ/საგარანტიო მხარესთან პროფესიული კომუნიკაცია;
** სამედიცინო პერსონალთან კომუნიკაცია სამედიცინო აპარატურასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და პრობლემის მოგვარების/შეკეთების ვადების შესახებ მათთვის ინფორმაციის მიწოდება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება პრიორიტეტულია ბიო-სამედიცინო ინჟინერიის, ან მომიჯნავე სპეციალობების განხრით;
** აუცილებელია აღნიშნული მიმართულებით სამუშაო გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრობლემის იდენტიფიკაციის და გადაწყვეტის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;

გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავებას. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ 6 თვით ვინახავთ მონაცემებს დასაქმების შემდგომი შეთავაზების მიზნით.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელფოსტის მისამართზე tamarmeurmishvili@gmail.com, 555511472
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე