Робота для біженців з України
HR ბიზნეს პარტნიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR ბიზნეს პარტნიორი
მომწოდებელი: GMC Motors
გამოქვეყნდა: 23 დეკემბერი / ბოლო ვადა: 23 იანვარი
"GMC Motors" ერთ-ერთი პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც დაიწყო სასოფლო სამეურნეო სფეროს ტექნიკის იმპორტი-რეალიზაცია და უკვე 15 წელზე მეტია ლიდერულ პოზიციებს იკავებს. GMC Motors დღეს მსოფლიოს მასშტაბით აძლიერებს პოზიციებს. კომპანია აღიარებულია, როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე და რჩება იმ გუნდად, რომელიც მუდამ იზრდება და ნერგავს ინოვაციურ მიდგომებს.

ბიზნესის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანია ადამიანური კაპიტალის მუდმივი განვითარება. სწორედ ამიტომ, GMC Motors აცხადებს ვაკანსიას HR Business Partner-ის პოზიციაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ორგანიზაციის უწყვეტ წარმატებას.

ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელიც ხედავს პროცესებს, ადამიანებს და ორგანიზაციას, როგორც ერთ მთლიან სტრუქტურას და მზად არის მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს კომპანიის განვითარებაში.

ანაზღაურება: 3000-4000 ლარი

ძირითადი სამუშაო მიმართულებები:

** HR პოლიტიკის, სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელება;
** ორგანიზაციული სტრუქტურის ადაპტირება კომპანიის განახლებულ მიზნებთან;
** დამსაქმებლის ბრენდინგის სტრატეგიის შექმნა და განხორციელების უზრუნველყოფა;
** თანამშრომელთა სახელფასო-საბონუსე სისტემის გამართვა;
** კომპანიის რეგიონული ზრდის სტრატეგიაში ჩართულობა;
** თანამშრომლების შერჩევის და ადაპტაციის სისტემის დანერგვა;
** თანამშრომლების პიროვნული და პროფესიული განვითარების სისტემის შექმნა და მართვა;
** თანამშრომლების შესრულების მართვის სისტემის შექმნა და მართვა;
** HR ადმინისტრირებისა და მართვის პროცესების გაუმჯობესება, გაციფრულება და მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი - სავალდებულო
** სამაგისტრო ხარისხი - სასურველია
** ბიზნესის ადმინისტრირების/მენეჯმენტის ფორმალური განათლება - სავალდებულო
** ადამიანური რესურსების მართვის ყველა ფუნქციის ცოდნა
** ბიუჯეტირებისა და რეპორტინგის ცოდნა
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე: Anna.iakobashvili@eg.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე