Робота для біженців з України
სერვის დესკის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვის დესკის სპეციალისტი
მომწოდებელი: SKYHI
გამოქვეყნდა: 22 დეკემბერი / ბოლო ვადა: 22 იანვარი
"SKYHI" - IT მომსახურებისა და ციფრული ტრანსფორმაციის საკონსულტაციო კომპანიაა. ჩვენი კომპანიის მთავარი მამოძრავებელი ძალა არის - ადამიანი უპირველეს ყოვლისა. ჩვენ ვართ გუნდი, რომელმაც 2014 წლიდან დღემდე შეძლო ყველაზე დიდი პორტფელის შექმნა IT მომსახურებისა და კონსალტინგის სფეროში და რომელსაც სჯერა, რომ ადამიანის სამსახურში ჩამდგარი ტექნოლოგია განუსაზღვრელ შესაძლებლობებს იძლევა - "Sky is the limit"!

გაიგე მეტი ჩვენ შესახებ: https://skyhi.ge/

თუ ახლა იწყებ კარიერას და ეძებ საინტერესო შესაძლებლობას, გიყვარს და გსიამოვნებს ადამიანებთან კომუნიკაცია; გაინტერესებს ტექნოლოგიები და გინდა დასაქმდე თანამედროვე, განვითარებად ტექნოლოგიურ კომპანიაში, რომელიც მოგცემს შესაძლებლობას მიიღო გამოცდილება და განივითარო ისეთი უნარები, რომელიც შენ მიერ არჩეულ ნებისმიერი პროფესიისთვის მყარი საფუძველი იქნება,
SKYHI-ში Service Desk-ის მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე გელოდებით.

სერვის დესკის სპეციალისტის ძირითადი მოვალეობაა იყოს პირველი საკონტაქტო წერტილი IT სერვისების მიმღები მომხმარებლებისთვის, გაუწიოს მათი მაღალი ხარისხის მხარდაჭერა და დარწმუნდეს, რომ მათი საჭიროებები დაკმაყოფილებული და შესრულებულია. ასევე, მნიშვნელოვანია განახორციელოს ეფექტური კომუნიკაცია როგორც მომხმარებლებთან, ისე ტექნიკურ გუნდთან. სერვის დესკის მხარდაჭერის სპეციალისტი იქნება დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრი, რომლის მთავარია მიზანია IT ოპერაციების ეფექტური მართვა და მომხმარებლის დადებით გამოცდილებაზე მუდმივი ზრუნვა.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების გამოყენებით (ელ-ფოსტა, ტელეფონი, ჩათი, SMS სისტემა)
** მომხმარებელთან გამავალი და შემომავალი კომუნიკაციის განხორციელება;
** მომხმარებლის მოთხოვნების და სამუშაო სისტემებში წარმოქმნილი ინციდენტების შესაბამისი პროგრამული მართვა;
** დაფიქსირებული ინციდენტებისა და მომხმარებლის მოთხოვნების, შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტა;
** მომხმარებელთან შეთანხმებული მომსახურების პირობების (SLA) დაცვა;
** მომხმარებლის მხრიდან მიღებული უკუკავშირისა და რეკომენდაციების აღწერა/დაფიქსირება;
** მომხმარებლის პოზიტიურ გამოცდილებაზე ზრუნვა და უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მომხმარებელთა მომსახურების სფეროში გამოცდილება;
** ძლიერი საკომუნიკაციო უნარები, სხვადასხვა გუნდებთან და სხვადასხვა მომხმარებლებთან ეფექტურად კომუნიკაციის უნარი;
** პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული აზროვნება, რამდენიმე საკითხის ერთდროულად დამუშავების უნარი;
** პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია IT ოპერაციების მართვის სისტემების);
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა, B1 დონეზე.

"SKYHI"-ში გექნება კარიერული ზრდის და განვითარების შესაძლებლობები, თანამედროვე საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად.

სამუშაო ადგილი: ც. დადიანის #7, ბიზნეს ცენტრი ქარვასლა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00; თვის მანძილზე 1 ან 2 შაბათ დღეს დისტანციურად.

თუ სწავლობ ბიზნეს ადმინისტრირების, ინფორმაციული ტექნოლოგიების ან მომიჯნავე მიმართულებებზე, თავისუფლად შეგიძლია ინგლისურ ენაზე წერა და კომუნიკაცია და თუ შენც გჯერა ტექნოლოგიების ძალის და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, SKYHI-ის გუნდში გელოდებით!

განაცხადისთვის გადმოდი ლინკზე: SKYHI - Service Desk Specialist in Tbilisi

"SKYHI"-ს გუნდი გელოდება და გისურვებს წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე