Робота для біженців з України
მათემატიკის მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მათემატიკის მასწავლებელი
მომწოდებელი: ათასწლეულის სკოლა
გამოქვეყნდა: 19 დეკემბერი / ბოლო ვადა: 26 დეკემბერი
ათასწლეულის სკოლაში გვჯერა, რომ თითოეული ადამიანს უნიკალური შესაძლებლობები და მისწრაფებები აქვს.
ჩვენი სკოლა არის სივრცე, სადაც სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეები სწავლობენ საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენას, განვითარებასა და სასარგებლოდ გამოყენებას - მხარდამჭერ, ინკლუზიურ და თანამშრომლობაზე დაფუძნებულ გარემოში.

ათასწლეულის სკოლის დამრიგებლებისა და მასწავლებლების მიერ განხორციელებული სასწავლო პროექტების გაცნობა შესაძლებელია სკოლის ვებგვერდზე http://www.millennium-school.org/ge/proektebi

"ათასწლეულის სკოლის" მათემატიკის მასწავლებელი:

** ქმნის თითოეულ მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოს;
** ქმნის სასწავლო გარემოს, რომელიც ეხმარება მოსწავლეს სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში;
** ეხმარება მოსწავლეს რეფლექსიისა და თვითრეფლექსიის უნარის განვითარებაში;
** ქმნის გარემოს, რომელიც თითოეულ ინდივიდს ეხმარება განსხვავებულობის აღქმასა და მიმღებლობაში;
** ქმნის გარემოს, სადაც თითოეული მოსწავლე ჩართულია მათემატიკური პრობლემების გადაჭრასა და თამაშში;
** ახალისებს მოსწავლის მცდელობებს შეეჭიდოს ასაკის შესაბამის ამოცანებს, თამაშებს, აქტივობებს, გამოწვევებს;
** ახალისებს მოსწავლის ინიციატივებს, კითხვების დასმის სურვილს;
** სწავლა-სწავლების პროცესში იყენებს თანამედროვე სასწავლო მიდგომებს და მრავალფეროვან სასწავლო რესურს;
** შეუძლია შეიმუშაოს მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული დეტალური და დაბალანსებული სასწავლო გეგმა;
** იყენებს სასწავლო პროცესში წარმოქმნილი სირთულეების ანალიზს, სამომავლო საგაკვეთილო პროცესში შესაბამისი ინტერვენციების განსახორციელებლად;
** გეგმავს და მონაწილეობას იღებს სკოლის პროექტებსა და სხვა აქტივობებში;
** თანამშრომლობს საფეხურის კოორდინატორთან, კლასის მასწავლებლებთან, ფსიქოლოგთა გუნდთან და მათთან ერთად ზრუნავს თითოეული მოსწავლის აკადემიური, სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებაზე;
** აქტიურადაა ჩართული სასწავლო რესურსის შექმნა-მოდიფიცირებაში;
** მოსწავლის საჭიროებებიდან გამომდინარე ამყარებს აქტიურ კომუნიკაციას მშობლებთან;
** ერთვება სკოლის მიერ შეთავაზებულ პროფესიული განვითარების აქტივობებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სკოლის პედაგოგიკის ან მათემატიკის მიმართულებით სწავლების მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია არაფორმალური განათლების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი გადადის შესარჩევი პროცესების მეორე ეტაპზე, რომელიც კანდიდატისთვის ინდივიდუალურად შერჩეული, კონკრეტული საქმიანობის შესრულებას გულისხმობს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@millennium-school.org აუცილებელია რომ აპლიკანტმა პოზიციის დასახელება მიუთითოს subject-ის ველში.

სკოლა შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება არაუგვიანეს 26 დეკემბრისა.

განაცხადის გაკეთებამდე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ წარმოსადგენი ინფორმაცია და დოკუმენტები შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, შესაძლოა, შეიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
პერსონალურ მონაცემებს შპს "ათასწლეულის სკოლა" დაამუშავებს ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის და გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ასევე, პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში - შრომით-სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობის მიზნით.

თქვენი რეზიუმე შეინახება განცხადების გაკეთებიდან ერთი წლის ვადით და გამოყენებული იქნება 2025-2026 სასწავლო წლის მანძილზე ვაკანტური პოზიციის წარმოშობის შემთხვევაში.

სკოლაში პერსონალური მონაცემების დამუშავების წესის და პირობების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ სკოლის ვებგვერდზე http://www.millennium-school.org
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე