|
დასახელება:
Front-End დეველოპერი/ინსტრუქტორი
|
| მომწოდებელი:
მსოფლიო განათლების აკადემია
|
|
გამოქვეყნდა: 18 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 18 იანვარი
|
შპს "მსოფლიო განათლების აკადემია" ეძებს კვალიფიციურ Front-End დეველოპერი/ინსტრუქტორს პროფესიული განათლების დისტანციური სწავლებისთვის! შემოუერთდი ჩვენს გუნდს და გახდი მენტორი მომავალი ქართველი დეველოპერებისთვის.
უპირატესობები:
** 100 % Remote: იმუშავე და ასწავლე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.
** მოქნილი გრაფიკი: შეათავსე შენს ძირითად საქმიანობასთან (საათობრივი დატვირთვა შეთანხმებით).
** მნიშვნელოვანი წვლილი: დაეხმარე საქართველოს IT სფეროს განვითარებასა და სტუდენტების პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში.
პროგრამის ძირითადი მოდულები და პასუხისმგებლობები:
თქვენ იქნებით პასუხისმგებელი სტუდენტებისთვის შემდეგი პროფესიული მოდულების მაღალი ხარისხით სწავლებაზე:
** ვებ გვერდის მარკირება და სტილებით გაფორმება (HTML5, CSS3);
** ვებ გვერდის სტილიზაცია Sass/scss პრე პროცესორის და Tailwind ფრეიმვორკის გამოყენებით;
** ვებგვერდის ინტერაქტიურობისა და ეფექტების შექმნა JavaScript-ის საშუალებით;
** დინამიური ვებგვერდის შექმნა typescript-ის საშუალებით;
** ვებგვერდის ინტერაქტიურობისა და ეფექტების შემუშავება React-ის საშუალებით;
** ვებ გვერდის ოპტიმიზაცია (Performance, Accessibility);
** ვერსიების კონტროლი Git ტექნოლოგიის გამოყენებით;
** დარგობრივი ინგლისური ენა Front-end დეველოპმენტისთვის;
** პრაქტიკული პროექტი (სტუდენტების პროექტების მენტორობა);
** ხელოვნური ინტელექტის გამოყენება (AI Tools).
თქვენი კვალიფიკაციის ფარგლებში შესაძლებელია ცალკეული მოდულების წაკითხვაც.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 3 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება Front-End Development/Engineering სფეროში.
** მაღალი დონის ცოდნა: HTML, CSS, JavaScript, TypeScript, React.js, Sass/SCSS, Tailwind CSS.
** მუშაობის გამოცდილება Git/GitHub/GitLab-თან.
** სასურველია: სწავლების, მენტორობის ან ტრენინგების ჩატარების გამოცდილება.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე შენი CV!
ელფოსტა: info@weaedu.ge
სათაურის ველი (Subject Line): აუცილებლად მიუთითეთ - "Front-End მასწავლებელი - განაცხადი"
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 18.01.2026
|
|
|
|