Робота для біженців з України
მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მასწავლებელი
მომწოდებელი: ინტერნაციონალური მაარიფის სკოლები საქართველოში
გამოქვეყნდა: 18 დეკემბერი / ბოლო ვადა: 15 იანვარი
განაცხადი ინტერნაციონალური მაარიფის სკოლების თბილისის კამპუსში პედაგოგთა ვაკანსიის შესახებ - 2025

თურქეთის მაარიფის ფონდს 56 ქვეყანაში გახსნილი აქვს 500-მდე საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც სკოლამდელი, დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს მაღალი ხარისხის განათლებას სთავაზობს. ფონდის პატრონაჟის ქვეშ მოქმედი ინტერნაციონალური მაარიფის სკოლა ლისის ტბის მიმდებარედ, ახალ შენობაში, ახალი პროგრამებით აგრძელებს ფუნქციონირებას. სკოლაში განთავსებულია თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი საკლასო ოთახები, ინოვატორული იდეების დასანერგი კომპიუტერული პროგრამებისა და რობოტიკის ოთახები, ხელოვნების კაბინეტები და სტემის ლაბორატორიები. სწავლება მიმდინარეობს სკოლამდელ, დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე. ჩვენი სკოლა, როგორც ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით შემუშავებული საკუთარი პროგრამით, ასევე კემბრიჯის პროგრამით განაგრძობს მუშაობას. ჩვენთან დასაქმებულ პედაგოგებს უტარდებათ "კემბრიჯის PD (მასწავლებელთა პერსონალური განვითარების)" და IM (ინტერნაციონალირი მაარიფის) მასწავლებელთა საერთაშორისო ტრენინგები, რომლის საფასურსაც სკოლა გადაიხდის.

სკოლა ვაკანსიას აცხადებს შემდეგი საგნის პედაგოგებზე:

მუსიკა
სპორტი
გერმანული ენა
სკოლამდელი აღზრდის პედაგოგი


ქვემოთ მითითებული კვალიფიკაციის მქონე მასწავლებლობის კანდიდატებმა, 18.12.2025-დან 15.01.2026 წლამდე, უნდა გააგზავნონ განაცხადი დეტალური CV-ითა და შესაბამისი დოკუმენტაციით შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: hr@ge.maarifschools.org

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. უმაღლესი განათლება შესაბამისი პროფილით;
2. კანდიდატს უნდა ჰქონდეს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი მასწავლებლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
3. დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე საჯარო/კერძო სკოლაში მასწავლებლად მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
4. კანდიდატი, სასურველია, ფლობდეს ინგლისურ ენას და საერთაშორისო (კემბრიჯი, IB, OIC, CIS და ა.შ.) პროგრამებში მუშაობის გამოცდილებას;
5. კანდიდატს უნდა ჰქონდეს განვითარებისკენ სწრაფვისა და ინოვაციების დანერგვის უნარი;
6. კანდიდატი მზად უნდა იყოს ინტენსიური სამუშაო ტემპისთვის;
7. კანდიდატს უნდა ჰქონდეს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოყენების უნარი;
8. კანდიდატს უნდა ჰქონდეს გუნდური მუშაობის უნარი;

საჭირო დოკუმენტაცია:

1. დიპლომის ასლი;
2. რეზიუმე ფოტოთი (CV როგორც ქართულად, ასევე ინგლისურად);
3. პროფესიული სერტიფიკატი ან ცნობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

სხვა საკითხები:

1. განაცხადი იგზავნება ელექტრონული ფოსტის მისამართზე;
2. კანდიდატები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ მოთხოვნილ კრიტერიუმებს ან სრულად არ აქვთ წარდგენილი საჭირო დოკუმენტაცია, ვერ მიიღებენ უფლებას, გადავიდნენ კონკურსის შემდეგ ეტაპზე.
3. შერჩეული კანდიდატების გამოძახება და მათთვის შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოხდება ელექტრონული ფოსტით ან SMS-ით, შესაბამისად, კანდიდატის მიერ მოწოდებული ელექტრონული ფოსტა და ტელეფონის ნომერი სწორად უნდა იყოს მითითებული. სკოლა არ იქნება პასუხისმგებელი არასწორ ინფორმაციაზე.

შენიშვნა: კონკურსი იყოფა ოთხ ეტაპად:

** I ეტაპი - CV-ის გადარჩევა
** II ეტაპი - წინასწარი შეფასების კითხვარის შევსება
** III ეტაპი - სიმულაციური გაკვეთილის ჩატარება
** IV ეტაპი - გასაუბრება
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე