Робота для біженців з України
საწყობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: ნამი 8
გამოქვეყნდა: 17 დეკემბერი / ბოლო ვადა: 17 იანვარი
ინფორმაცია კომპანიის შესახებ: კომპანია "TSUR GROUP", არის ქარულ-ებრაული კომპანია, რომელიც 2020 წლიდან აქტიურად საქმიანობს ქართულ ბაზარზე. ჰოლდინგი აერთიანებს სხვადასხვა ინდუსტრიის მოწინავე კომპანიებს. ჰოლდინგის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: https://www.tsur-group.com/

"ნამი 8" ქართულ ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს და ორიენტირებულია წყლის მოხმარების ქცევის ცვლილებაზე. კომპანია "ნამი 8"უზრუნველყოფს თქვენთვის სუფთა და გაფილტრული მაღალი ხარისხის სასმელი წყლის უწყვეტ მოწოდებას, როგორც თქვენი ოფისებისთვის ასევე სახლებისთვის. კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: https://nami8.ge/

კომპანია "ნამი 8-ში", ვეძებთ გუნდის ახალ წევრს საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** აქტიურ/დინამიურ და საინტერესო სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ის გამოყენების შესაძლებლობას;
** სპეციალურ ფასდაკლებას Tsur Group-ში შემავალი კომპანიების პროდუქტებზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე
სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ
ჯამური ანაზღაურება: 2500-3500

ძირითადი უფლება მოვალეობები:

** საწყობის გუნდში, რესურსების ეფექტურად გადანაწილება და დროის მენეჯმენტი.
** საწყობის გუნდში სამუშაო პროცესის დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი.
** ცენტრალური საწყობის ნაშთების გასწორება. ნაშთების პერიოდული აუდიტი რეგიონებშიც.
** საწყობში შემოსული და გასული მასალების დოკუმენტური და პროგრამული აღრიცხვის უზრუნველყოფა.
** მიღებული მარაგების დადგენილი სტანდარტის მიხედვით დასაწყობების უზრუნველყოფა.
** მომარაგების სტენდზე დროული მიტანის უზრუნველყოფა, ზედნადებების ატვირთვა;
** პროდუქციის მიღება და პროგრამასთან შედარება;
** ადგილობრივი შესყიდვების გადამოწმება რაოდენობრივად და დადასტურება პროგრამულად.
** პროგრამა (ბიტრიქს24დან) მიღებული დავალებების საინსტალაციოდ გამზადება როგორც პროგრამულად ისე ფიზიკურად
** რეალიზაციების შემთხვევაში, სარეალიზაციო დოკუმენტის გააქტიურება FMGში. საწყობებს შორის შიდა გადაადგილებები როგორც პროგრამულად ისე ფიზიკურად.
** პერიოდული ინვენტარიზაციის ორგანიზება და პროცესის მონიტორინგი.
** საქონლის ნაშთების მუდმივი მონიტორინგი.
** საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურთან კოორდინირებული მუშაობა, შესაბამისი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის (ინვოისების) პერიოდული და დროული მიწოდების უზრუნველყოფა.
** რეპორტინგი ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** იდენტურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
** სასურველია CRM-ში მუშაობის გამოცდილება.
** სასურველია FMG-ში მუშაობის გამოცდილება
** MS Office, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა.

უნარები:

** სამუშაო დროის სწორად დაგეგმვის, სამუშაოს სწორად დელეგირების და შესრულებული სამუშაოს მონიტორინგის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@nami8.ge. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "საწყობის მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებას!

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე