Робота для біженців з України
რეგიონული კოორდინატორი - შიდა ქართლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგიონული კოორდინატორი
მომწოდებელი: აგროსერვისი
გამოქვეყნდა: 15 დეკემბერი / ბოლო ვადა: 16 იანვარი
არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია "აგროსერვისი", რომელიც "საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტი (GRAIL) GR/CS/CQS/06" პროექტს ახორციელებს, აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე:

შიდა ქართლის რეგიონული კოორდინატორი - 100% სამუშაო დატვირთვა თანამდებობრივი მოვალეობები და ვალდებულებები:

** პოტენციური მონაწილეების/ფერმერების სიის დამუშავება, მათთან აქტიური მუშაობა, მიღებული ინფორმაციის ელექტრონული ვერსიის გაკეთება;
** პოტენციურ ფერმერთა შერჩევა და მათი მობილიზაცია სწავლების ჩატარების მიზნით;
** სხვადასხვა დავალებებისთვის სამოქმედო გეგმის შემუშავება, კოორდინირება;
** სამუშაოს შესრულების პროცესში მონაწილეობის მიღება, მიმდინარე ინფორმაციის მიწოდება პროექტის მენეჯერისათვის;
** პროექტის მენეჯერისათვის რეპორტის მოსამზადებლად საჭირო ინფორმაციის მიწოდება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (აგრარული, მენეჯმენტი, ან/და მომიჯნავე სპეციალობები)
** სასურველია 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება ადგილობრივ პროექტებში
** თემთა მობილიზაციის, კოორდინირების უნარი;
** ანგარიშების მომზადების ცოდნა;
** ქართული ენის კარგად ცოდნა, სასურველია ინგლისური ენის ცოდნაც (არასავალდებულო);
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** უპირატესობა მიენიჭება პროექტის სამიზნე არეალში მცხოვრებ კანდიდატს

საჭირო უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

** სამუშაოსადმი ერთგულება და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** დიდი მოცულობის სამუშაოს შემთხვევაში დროში სწორად განაწილებისა და ეფექტურად შესრულების უნარი;
** პირადი ავტომანქანით სარგებლობა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტის მისამართზე: union.agroservice@gmail.com არაუგვიანეს 2025 წლის 16 იანვრისა, 18:00 საათამდე.

შერჩეულ კანდიდატს დაგიკავშირდებათ აგროსერვისის გუნდი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე