|
დასახელება:
ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
ე-ბილდვეი
|
|
გამოქვეყნდა: 12 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 12 იანვარი
|
კომპანია "ე-ბილდვეი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
კომპანია "ე-ბილდვეი" სამშენებლო ტექნიკის და მასალების იმპორტიორია საქართველოში
კომპანია 2023 წლიდან ოფიციალური დილერია Potain-ის ბრენდის კოშკურა ამწის, რომელიც უკონკურენტო ლიდერია მსოფლიო ბაზარზე კოშკურა ამწეების მრავალრიცხოვანი ასორტიმენტით, პრემიუმ ხარისხით, საიმედოობით, უსაფრთხოებითა და ინოვაციურობით.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მიმდინარე ბუღალტრული ოპერაციების შესრულება საქართველოს კანონმდებლობასთან და საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტებთან შესაბამისად;
** ყოველთვიური ფინანსური ანალიზის მომზადებაში მხარდაჭერა, პროგრამაში საჭირო რეპორტების აწყობა;
** იმპორტირებული პროდუქციის მიღებისთვის საჭირო საბუღალტრო ოპერაციების განხორციელება, საბაჟო პროცედურაში მხარდაჭერა;
** მუშაობა საგადასახადო პლატფორმებზე და შესაბამისი დოკუმენტაციის ორგანიზება, მათ შორის ყოველთვიური დეკლარაციები
** საბანკო ოპერაციების პროგრამულად ასახვა შესაბამისი დავალებების მიხედვით;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის შედგენა/მიღება, დამუშავება, აღრიცხვა, დაარქივება და კონტროლი;
** დაკისრებული მოვალეობების დროული და კვალიფიციური შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** MS Office-ის და ექსელის კარგი ცოდნა.
** საბუღალტრო პროგრამა ბალანსის ცოდნა და მუშაობის უნარი.
** ინგლისური ენის ცოდნა - B2
** ბუღალტრული პრინციპების და ფინანსური ანგარიშგების სიღრმისეული ცოდნა
** უპირატესობად ჩაითვლება: ACCA ან მსგავსი კვალიფიკაცია; საკონსულტაციო გამოცდილება
სამუშაო პირობები:
** ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
** 5 დღიანი სამუშაო გრაფიკს;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის 7
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: HR@Buildway.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
|
|
|
|