Робота для біженців з України
გადაზიდვის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გადაზიდვის სპეციალისტი
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 12 დეკემბერი / ბოლო ვადა: 12 იანვარი
"ალტა" არის ლიდერი კომპანია საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, რომელიც ოპერირებს როგორც მსოფლიო ბრენდების, ისე დისტრიბუციის, საცალო გაყიდვებისა და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით და წარმოადგენს უმსხვილესი მსოფლიო ბრენდების პარტნიორულ კომპანიას.

"ალტა" აცხადებს ვაკანსიას გადაზიდვის სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო ლოკაცია: სამგორი, გრიგოლ ლორთქიფანიძის 83ბ

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის მიერ შეძენილი ნივთების ტრანსპორტირება;
** მომხმარებლისთვის პროდუქციის მიწოდება სტანდარტების დაცვით;
** პროდუქციის მიწოდება/ჩაბარების პროგრამული ასახვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვენული უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლიანობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს "ალტას" უფლებამოსილებას გვანიჭებთ, აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/zR4K6L9c
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე