|
დასახელება:
ჭურჭლის მრეცხავი, დიასახლისი, დემი შეფი
|
| მომწოდებელი:
Pub44
|
|
გამოქვეყნდა: 12 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 12 იანვარი
|
ბაკურიანში მდებარე "Pub44" აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:
1. ჭურჭლის მრეცხავი
სამუშაო საათები: 12:00-დან 23:00-მდე
საორიენტაციო ანაზღაურება თვეში: 2000 ლარი.
2. დიასახლისი
ვეძებთ პასუხისმგებელ, მოწესრიგებულ და დეტალებზე ორიენტირებულ თანამშრომელს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სისწრაფე და სისუფთავის სტანდარტების დაცვა
** გუნდურად მუშაობის უნარი
ძირითადი მოვალეობები:
** რესტორნის სისუფთავისა და ჰიგიენის უზრუნველყოფა
** სერვის სივრცეების, სველი წერტილებისა და მომსახურების ზონების მოვლა
** ინვენტარის სწორად გამოყენება და კონტროლი
სამუშაო საათები: 12:00-დან 23:00-მდე
საორიენტაციო ანაზღაურება თვეში: 2000 ლარი.
3. დემი შეფი
უშუალო ხელმძღვანელი: შეფ მზარეული
ძირითადი მოვალეობები:
** მოამზადოს ყველა შეკვეთა ზედმიწევნით, სტანდარტების სრული დაცვით და მინიმალური დანაკარგით;
** დაახარისხოს და შეინახოს საკვები; შეამოწმოს ტემპერატურისა და ვარგისიანობის აღმნიშვნელი სტიკერები;
** შეამოწმოს თითოეული კერძის ხარისხი, ულუფის რაოდენობა, პრეზენტაბელურობა და ტემპერატურა სამზარეულოდან გატანამდე;
** წინასწარ მოიმარაგოს კერძის მომზადებისთვის საჭირო ყველა პროდუქტი;
** დაიცვას სამზარეულოში არსებული ყველა დანადგარის ინსტრუქცია;
** შეამოწმოს სამზარეულოს ინვენტარი და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, მიაწოდოს ინფორმაცია უშუალო ხელმძღვანელს;
** სავალდებულოა საუზმეზე მუშაობის გამოცდილება
სამუშაო საათები: 12:00-დან 23:00-მდე
ანაზღაურება თვეში: 2500 ლარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ დაგვიკავშირდით ნომერზე: 593 46 09 81
|
|
|
|