Робота для біженців з України
რესტორნის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რესტორნის მენეჯერი
მომწოდებელი: რესტორანი Cheese Farm
გამოქვეყნდა: 12 დეკემბერი / ბოლო ვადა: 12 იანვარი
რესტორანი Cheese Farm - რომელიც ოპერირებს ევროპული სამზარეულოს კონცეფციით და საერთაშორისო ფრანშიზის სტანდარტებით აცხადებს ვაკანსიას - რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენი გუნდი ეძებს ენერგიულ, ორგანიზებულ და შედეგებზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელიც უზრუნველყოფს გუნდის ეფექტურ მართვასა და მაღალი ხარისხის მომსახურებას.

ძირითადი მოვალეობები:

** რესტორნის ყოველდღიური ოპერაციების ეფექტური მართვა;
** ფრანშიზის სტანდარტების დაცვა და მათი შესრულების კონტროლი;
** მომხმარებელთა მაღალი ხარისხის მომსახურებაზე ზრუნვა;
** სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი;
** თანამშრომლების გრაფიკების გაწერა და კოორდინირება;
** თანამშრომლების მუშაობის შეფასება და მათი პროდუქტიულობის გაუმჯობესება;
** არსებული და ახალი თანამშრომლების დატრენინგება;
** შემოსავლების და ხარჯების რეპორტინგი;
** პრობლემური სიტუაციების დროული გადაწყვეტა;
** რესტორანში ინვენტარიზაციის/აღწერის ორგანიზება და კონტროლი;
** მენეჯმენტისთვის რეპორტინგის წარმოება.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** უცხო ენების სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე და სარესტორნო მართვის პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ელ.მისამართზე: hrcheesefarm@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "რესტორნის მენეჯერი".

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ყველის ქარხანა 1" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას ერთი წლის განმავლობაში.

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე