Робота для біженців з України
ლაბორატორიის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლაბორატორიის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ელვარე
გამოქვეყნდა: 12 დეკემბერი / ბოლო ვადა: 12 იანვარი
ელექტრო კაბელების მწარმოებელი ქართული კომპანია "ელვარე", რომელიც 2015 წლიდან ოპერირებს ბაზარზე, აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

საწარმო მდებარეობს თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, 31, 500 კვ.მ ფართზე. კომპანია გამოირჩევა თანამედროვე მენეჯმენტით, უახლესი ტექნოლოგიებით და ევროპული სტანდარტის პროდუქციით, რაც უზრუნველყოფს სტაბილურ ზრდას და ლიდერის პოზიციას ადგილობრივ ბაზარზე.

კომპანიის მთავარი ღირებულება თანამშრომელია. ჩვენი კულტურა დაფუძნებულია თანაბარ შესაძლებლობებზე, განვითარებაზე, გუნდურობაზე და პარტნიორულ სამუშაო გარემოზე.

ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელიც იზიარებს ჩვენს ღირებულებებს.

რას გთავაზობთ?

** ტრანსპორტირებას ზედა სამგორის მეტროდან
** კვებას
** კორპორაციულ დაზღვევას 3 თვის შემდეგ
** თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ სამუშაო პროცესებს
** განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს

სამუშაო პირობები:

** მდებარეობა: თბილისი, ქვემო ალექსეევკა (აეროპორტის მიმდებარედ)
** გრაფიკი: 09:00-18:00, ორშაბათი-პარასკევი

ფუნქცია-მოვალეობები:

** ლაბორატორიული საქმიანობის მართვა შიდა პროცედურების შესაბამისად
** ლაბორატორიული პერსონალის მუშაობის შესაბამისობის კონტროლი
** სამუშაო მეთოდების გაუმჯობესება, დაგეგმვა და პროგნოზირება
** აღჭურვილობისა და მასალების შესყიდვებთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადება
** ლაბორატორიული დანადგარების მონტაჟის, გამართვისა და ექსპლუატაციის კონტროლი
** შედეგების დოკუმენტურად გაფორმების უზრუნველყოფა
** შეუსაბამობების იდენტიფიცირება და დროული წარდგენა ხელმძღვანელთან
** მონაწილეობა რეკლამაციების, საჩივრებისა და დეფექტების მიზეზების ანალიზში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება: ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ქიმიური ტექნოლოგიები და მეტალურგია, ენერგეტიკა, ინფორმატიკა და მართვის სისტემები, სამთო გეოლოგია, აგრარული ტექნოლოგიები
** ლაბორატორიაში მუშაობის მინ. 3 წლიანი გამოცდილება ან მინ. 1 წელი ხელმძღვანელ პოზიციაზე
** ლაბორატორიული უსაფრთხოების ცოდნა

პიროვნული კომპეტენციები:

** გადაწყვეტილების სწრაფად და დამოუკიდებლად მიღების უნარი
** პრობლემების ეფექტური დიაგნოსტიკა და გადაჭრა
** გუნდის მართვის უნარი
** გუნდური თანამშრომლობა
** პასუხისმგებლობა, ობიექტურობა
** ანალიტიკური აზროვნება

განაცხადის წარდგენა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hr@nrg.ge, თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ თქვენი CV შესაძლოა შეიცავდეს პირად და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რომლებიც დამუშავდება შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემები შესაძლოა დარეზერვდეს 6 თვის განმავლობაში.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია: https://www.elvare.ge

შპს "ელვარე" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე