Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=688420&print=yes&view=jobs
 
მოტოციკლების მექანიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოტოციკლების მექანიკოსი
მომწოდებელი: SlavaTour
გამოქვეყნდა: 12 დეკემბერი / ბოლო ვადა: 12 იანვარი
"SlavaTour" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: მოტოციკლების მექანიკოსი - Enduro & Adventure.

სამუშაო ადგილი: დიღომი, თბილისი (Tbilisi Mall-დან 4 წუთის სავალზე)
სამუშაოს დაწყება: დაუყოვნებლივ
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ჩვენი კომპანია ფლობს აღჭურვილ მოტოციკლების სახელოსნოსა და ტურინგული მოტოციკლების პარკს. რეგულარულად ვმართავთ მოტოტურებსა და ექსპედიციებს საქართველოსა და ცენტრალურ აზიაში. ჩვენი სპეციალიზაციაა Enduro და Adventure მოტოციკლები და ვეძებთ გამოცდილ, პასუხისმგებლობიან და დამოუკიდებლად მომუშავე მექანიკოსს.

მოვალეობები

** Enduro და Adventure მოტოციკლების ტექნიკური მომსახურება, დიაგნოსტიკა და რემონტი
** ძრავის მომსახურება, გადაბმულობა, საკიდარის, სამუხრუჭე სისტემისა და ელექტრიკის ტექნიკური მომსახურება
** ბორბლებისა და საბურავების მონტაჟი და მოვლა
** ტექნიკური მანუალების გამოყენება და სათადარიგო ნაწილების შეკვეთა
** საჭიროების შემთხვევაში — მოტოტურების თანხლება გზაზე ტექნიკური მხარდაჭერისთვის
** სამუშაო ადგილის სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნება
** სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვა და ტექნიკური მომსახურების ისტორიის წარმოება

მოთხოვნები

** სამუშაო გამოცდილება მექანიკოსის პოზიციაზე
** ძრავების, საკიდრების, ცეპლენიისა და ელექტრო სისტემების საფუძვლიანი ცოდნა
** Enduro და Adventure მოტოციკლებთან მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა — ტექნიკური ინსტრუქციების წაკითხვის დონეზე ან უკეთ
** მართვის მოწმობა კატეგორიები A და B
** პუნქტუალურობა, პასუხისმგებლობა და სიზუსტე
** საქართველოში მოგზაურობის მზაობა
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი

რას გთავაზობთ

** თანამედროვე, სრულად აღჭურვილ სახელოსნოს
** ხარისხიან მოტოციკლებთან მუშაობას და პროფესიონალურ ტურინგულ პარკს
** მონაწილეობას მოტოტურებსა და რეალურ ექსპედიციებში
** ანაზღაურება: 2500 ლარიდან და მეტიც — გამოცდილებაზე დამოკიდებულებით
** სეზონური ბონუსები ზაფხულის პერიოდში
** გრძელვადიანი დასაქმების პერსპექტივა

გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე და სამუშაო გამოცდილების მოკლე აღწერა მისამართზე: office@ktm-georgia.com

http://www.ktm-georgia.com/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია