Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=688412&print=yes&view=jobs
 
დაზღვეულთა მომსახურების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დაზღვეულთა მომსახურების მენეჯერი
მომწოდებელი: ირაო - ვენის სადაზღვევო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 12 დეკემბერი / ბოლო ვადა: 12 იანვარი
სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" საქართველოს სადაზღვევო სფეროს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც უკვე 20 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე როგორც საცალო, ასევე, კორპორაციული დაზღვევის მიმართულებით. "ირაო" ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც 100%-ით ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრია. დღეისათვის ჩვენი გუნდი აერთიანებს 300 თანამშრომელს თბილისისა და რეგიონების ოფისებში.

სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" აცხადებს ვაკანსიას დაზღვეულთა მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:30 - 18:30
ადგილმდებარეობა: თბილისი, ბოჭორიშვილის ქ. 88/15

ჩვენ გთავაზობთ:

** მუშაობის ჰიბრიდულ მოდელს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საინტერესო და დინამიკურ სამუშაოს;
** პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს.

ფუნქცია-მოვალეობები:

** დაზღვეულების საინფორმაციო მხარდაჭერა საცალო ჯანმრთელობის პროდუქტის პირობებთან დაკავშირებით;
** შემოსული ინფორმაციის პროგრამაში დაფიქსირება;
** დაფიქსირებული საკითხების მოგვარება კომპეტენციის ფარგლებში ან შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ჩართვით;
** სხვადასხვა არხებიდან მიღებული მომხმარებლების მოთხოვნების/თხოვნების მომსახურება.

ვაკანსიის მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამედიცინო მიმართულებით;
** სასურველია სადაზღვევო, სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (MC Office);
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა,
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@irao.ge; სათაურის ველში (subject) გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

ირაო გისურვებთ წარმატებას!

სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია