|
დასახელება:
ფლექსო საბეჭდი დანადგარის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 12 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 12 იანვარი
|
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ფლექსო საბეჭდი დანადგარის ოპერატორის (Flexo Printer Operator) პოზიციაზე.
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: საწყის ეტაპზე კვირაში ორი დღე (ნებისმიერი დღეები)
** ანაზღაურება: 250 ლარი დღეში, ხელზე ასაღები.
ჩვენ შესახებ:
ჩვენ ვართ შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანია. საწარმოში ვბეჭდავთ ფლექსო პრინტერით. ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ბრენდებთან, ამიტომ ჩვენთვის უპირველესი პრიორიტეტი ბეჭდვის უმაღლესი ხარისხია.
ძირითადი მოვალეობები:
** დანადგარის მართვა: ფლექსო საბეჭდი დანადგარის სრული ოპერირება, გამართვა და მუშაობის პროცესის კონტროლი.
** მომზადება: საბეჭდი ფორმების (კლიშეების) მონტაჟი, ანილოქსების შერჩევა და დანადგარის გასწორება (Registration) ბეჭდვის დაწყებამდე.
** საღებავების მართვა: წყლის ბაზაზე დამზადებული საღებავების შეზავება, Pantone ფერების ზუსტი მიღება და სიბლანტის კონტროლი მუშაობის პროცესში.
** პროცესის მონიტორინგი და პრობლემების მოგვარება: მიზეზების პოვნა (მაგ. გადაბეჭდვა/გადაშრობა/გადაღვრა, ლაქები, არათანაბარი ტონი) და ოპერატიული რეაგირება.
** ფერისა და ხარისხის კონტროლი ბეჭდვის პროცესში: სიწმინდე/კონტრასტი, ფერის სიზუსტე, რეგისტრაცია, დეფექტების დროული ამოცნობა და კორექცია.
** ტექნიკური მოვლა: დანადგარის გეგმური წმენდა, სექციების რეცხვა და მცირე ტექნიკური გაუმართაობის აღმოფხვრა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
გამოცდილება: მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება ფლექსო ბეჭდვის მიმართულებით (სასურველია ქაღალდზე ან მუყაოზე მუშაობის გამოცდილება).
ტექნიკური ცოდნა:
** წყლის ბაზაზე დამზადებული საღებავების სპეციფიკის ცოდნა.
** ფერების თეორიის (CMYK + Spot Colors) კარგად ცოდნა და ფერების შეგრძნება/კოლორისტიკა.
** საბეჭდი წნევის რეგულირების უნარი.
პიროვნული უნარები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა,
** ტექნიკური აზროვნება,
** პასუხისმგებლობა,
** დისციპლინა,
** უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვა.
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ და მზარდ ანაზღაურებას.
** თანამედროვე და ახალ დანადგარებთან მუშაობის შესაძლებლობას.
** სტაბილურ სამუშაო გარემოს და კვებას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV ნომერზე/მეილზე: sandro@vercell.ge
|
|
|
|