|
დასახელება:
მთავარი ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 12 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 12 იანვარი
|
კომპანია აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე.
ლოკაცია: საგურამო (დასაწყისი)
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ხელფასი: კონკურენტული
ტრანსპორტირება: სარაჯიშვილის მეტროდან და დიდი დიღმის ტრასიდან
პასუხისგება: პასუხისმგებელია ფინანსურ მენეჯერთან
დაქვემდებარება: დაქვემდებარებაში ეყოლება 1 პირი (ბუღალტრის დამხმარე)
ფუნქცია-მოვალეობები:
** ბუღალტრული ოპერაციების წარმოება, კონტროლი, მონიტორინგი და შეუსაბამობის შემთხვევაში პროცესების გასწორება;
** საგადასახადო/საპენსიო დეკლარაციების შედგენა: დროულად მომზადება და წარდგენა საგადასახადო დეკლარაციებსა და ანგარიშების საგადასახადო ორგანოებში;
** კომპანიის გასაცემი ხელფასების და ბონუსების კალკულაცია და დარიცხვა, შესაბამისი ოპერაციების ასახვა სააღრიცხვო პროგრამაში;
** შესყიდვების/რეალიზაციების პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი და მისი პროგრამული ასახვა;
** გაყიდვების /შესყიდვების აქტების და აშ. კლიენტებთან გაფორმების უზრუნველყოფა შენახვა/ დაარქივება;
** სასაქონლო მატერიალური მარაგების კონტროლი/ინვენტარიზაციის პროცედურების ჩატარება, კონტროლი და გამართვა;
** ყოველდღიური საბანკო გადარიცხვების წარმოება და აღრიცხვა;
** კლიენტებთან ყოველთვიური შედარება/ კომერციულ დეპარტამენტთან აქტიური კომუნიკაცია;
** დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების კონტროლი;
** ზოგადი ფინანსური ინფორმაციის რეპორტინგი ყოველთვიურად;
** კოორდინაცია აუდიტორებთან და მონაწილეობის მიიღება აუდიტის პროცესში;
** ბუღალტრული პროგრამების მართვა;
** ბუღალტრული გუნდის მართვა და დავალებების დელეგირება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის, მინიმუმ, 4-წლიანი გამოცდილება;
** საოფისე და საბუღალტრო პროგრამების კერძოდ აპექსის ცოდნა;
** გადაწყვეტილების მიმღები პირი;
** საქმის ვადებში შესრულების უნარი და ორგანიზებულობა
რას გთავაზობთ:
** ტრანსპორტირება სარაჯიშვილის მეტროდან;
** სტაბილური და მეგობრული სამუშაო გარემო;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ მისამართზე: k.tvalavadze@campa.ge
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას, რომ შპს "კამპამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენი რეზიუმე ასევე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტურ პოზიციაზე და შესაძლოა შეინახოს ერთწლიანი ვადით.
|
|
|
|