Робота для біженців з України
მონიტორინგის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მონიტორინგის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
მომწოდებელი: სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკური ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 12 დეკემბერი / ბოლო ვადა: 12 იანვარი
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას შიდა აუდიტის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე.

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა" არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ცენტრი "დელტა" წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ერთადერთ ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის დაპროექტებაზე, შექმნაზე, სერიულ წარმოებასა და ტექნიკის რემონტზე. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალებითა და დარგის ექსპერტებით.

ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაოს განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე, 40 საათი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 სთ.
მდებარეობა: ქ. თბილისი, გაბრიელ სალოსის გამზ. 191დ

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს;
** თანამშრომელთა გადამზადებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას (ინდივიდუალური/საოჯახო);
** კორპორატიულ სატელეფონო ნომერს;
** კორპორატიულ ფიტპასს.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპეტენციის ფარგლებში, ცენტრის სისტემაში შესაძლო სამართალდარღვევის ფაქტის ან/და სამსახურებრივი გადაცდომის არსებობის შემოწმებისა და გამოვლენის მიზნით, სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, დასკვნის მომზადება და ხელმძღვანელებისთვის წარდგენა;
** კომპეტენციის ფარგლებში ცენტრის სისტემაში შესაძლო სამართალდარღვევების და ხარვეზების გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;
** ცენტრის სისტემის მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლი;
** შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ცენტრში სტრუქტურული ქვედანაყოფის/სტრუქტურული ერთეულის სამსახურებრივი შემოწმება სამართალდარღვევის, სამსახურებრივი გადაცდომის ან ნებისმიერი დისციპლინური დარღვევის საკითხზე;
** უფლებამოსილების განხორციელებისას მიღებული ინფორმაციის გამოკვლევა - დამუშავება და პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა;
** კომპეტენციის ფარგლებში განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და შემდგომი რეაგირება;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სამართლის მიმართულებით);
** შესაბამის სფეროში არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების (Excel Word, power point) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** უპირატესობა ენიჭება საჯარო სექტორში, სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის გამოცდილებას.

უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა;
** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ;
** ცვლილებებისადმი ადაპტაცია;
** კომუნიკაცია;
** პროფესიონალიზმი;
** პროდუქტიულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** უსაფრთხოება;
** კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირება და გადაწყვეტილების მიღება.

შერჩევა მოიცავს ორ ეტაპს:

1. განცხადებების გადარჩევა;
2. გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) შედგენილი ქართულ ენაზე, გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@delta.gov.ge, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მონიტორინგის მთავარი სპეციალისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ვაკანსია არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე