|
დასახელება:
აუდიტის სამმართველოს უფროსი აუდიტორი
|
| მომწოდებელი:
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკური ცენტრი დელტა
|
|
გამოქვეყნდა: 12 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 12 იანვარი
|
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას შიდა აუდიტის დეპარტამენტის შიდა აუდიტის სამმართველოს უფროსი აუდიტორის პოზიციაზე
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა" არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ცენტრი "დელტა" წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ერთადერთ ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის დაპროექტებაზე, შექმნაზე, სერიულ წარმოებასა და ტექნიკის რემონტზე. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალებითა და დარგის ექსპერტებით.
ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაოს განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე, 40 საათი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 სთ.
მდებარეობა: ქ. თბილისი, გაბრიელ სალოსის გამზ. 191დ
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს;
** თანამშრომელთა გადამზადებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას (ინდივიდუალური/საოჯახო);
** კორპორატიულ სატელეფონო ნომერს;
** კორპორატიულ ფიტპასს.
ფუნქცია-მოვალეობები:
** შიდა აუდიტის წლიური გეგმით დამტკიცებული აუდიტის განხორციელება;
** აუდიტის მეთოდოლოგიის, პრინციპების, სტანდარტებისა და ეთიკის კოდექსის დაცვა;
** აუდიტორული ანგარიშის პროექტის მომზადება;
** გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;
** აუდიტის შედეგების დოკუმენტირება (ელექტრონული და ბეჭდური ფაილებით);
** შიდა აუდიტის სტრატეგიული და წლიური გეგმების მომზადებისას სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა და ცალკეული დავალებების შესრულება;
** შიდა აუდიტის სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
** შიდა აუდიტთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა;
** ორგანიზაციის დებულებით, სამართლებრივი აქტებით და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების შესრულება;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელი პირის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების, აუდიტის ან/და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** შესაბამის სფეროში არანაკლებ 2 წლის სამუშაო გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების (Excel, Word, Power Point) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;
** სასურველია აუდიტის საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებისა და სტანდარტების ცოდნა;
** უპირატესობა ენიჭება საჯარო სექტორში შიდა აუდიტორის სპეციალობით მუშაობის გამოცდილებას.
უნარ-ჩვევები:
** გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა;
** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ;
** ცვლილებებისადმი ადაპტაცია;
** კომუნიკაცია;
** პროფესიონალიზმი;
** პროდუქტიულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** უსაფრთხოება;
** კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირება და გადაწყვეტილების მიღება.
შერჩევა მოიცავს ორ ეტაპს:
1. განცხადებების გადარჩევა;
2. გასაუბრება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) შედგენილი ქართულ ენაზე, გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@delta.gov.ge, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "უფროსი აუდიტორი".
|
|
|
|