|
დასახელება:
საკრედიტო ოფიცერი
|
| მომწოდებელი:
Express Capital+
|
|
გამოქვეყნდა: 11 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 11 იანვარი
|
შ.პ.ს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "Express Capital +" არის საფინანსო კომპანია, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს ადვილ, სწრაფ და კომფორტულ ფინანსურ სერვისს. კომპანია ორიენტირებულია მოკლევადიანი დაკრედიტების მომსახურებით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებზე. შ.პ.ს "Express Capital +" უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მისი გუნდი. ის შედგება ნიჭიერი და პროფესიონალი ხალხისგან, რომლებიც სრულად იყენებენ თავიანთ პოტენციალს.
ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო გარემოს და სამუშაო პირობებს თქვენი პროფესიული და პიროვნული ზრდისთვის.
"Express Capital +" გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენს კომპანიას შემდეგ პოზიციებზე:
საკრედიტო ოფიცერი - თბილისი/ბათუმი
ფუნქციები და მოვალეობები:
** საკრედიტო ბაზრის შესწავლა და ანალიზი;
** კლიენტების მოძიება და მოზიდვა;
** საინფორმაციო ბროშურების მიზნობრივი გავრცელება;
** პოტენციური კლიენტისათვის სესხის პირობების გაცნობა, პროდუქტის უპირატესობების წარმოჩენა;
** საკრედიტო განაცხადის მომზადება და კომიტეტისთვის გადაგზავნა;
** საკრედიტო პორტფელის ხარისხის მართვა;
** მიმდინარე ვადაგადაცილებულ კლიენტებთან ვიზიტი თანხის გადახდევინების მიზნით;
** პრობლემურ მსესხებლებთან ურთიერთობა. სესხის დროული დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით, მათთან მოლაპარაკების წარმოება;
** ნაღდი ფულის მიღება;
** მატერიალური პასუხისმგებლობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მცირე ბიზნესის დაკრედიტების გამოცდილებით საბანკო ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში;
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
სხვა მოთხოვნები:
** გამართული მეტყველება;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** ემოციური მდგრადობა (გაწონასწორებულობა);
** კონფლიქტების არიდებისა და გადაწყვეტის უნარი;
** პრინციპულობა და შეუპოვრობა მუშაობაში;
** სისხარტე მუშაობაში;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
** სრული განაკვეთი; კვირაში 5 სამუშაო დღე ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30 სთ;
** გამოსაცდელი ვადა: მინიმუმ 1 თვე;
** ანაზღაურება: 800-1500 ლარი (გამოცდილების შესაბამისად) + მოქნილი ბონუსი;
** კორპორატიული ულიმიტო სასაუბრო მობილურის ნომერი;
** ავტომანქანის ფლობის შემთხვევაში, საწვავის ანაზღაურება, ყოველთვიურად ავტომანქანის იჯარის 200 ლარის დარიცხვა, ყოველ 7000 კმ შემდეგ ძრავის ზეთის, ფილტრის ღირებულების ანაზღაურება.
ჩვენ გთავაზობთ:
** დინამიურ და საინტერესო სამსახურს, ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად
** სამუშაოს სწრაფად მზარდ მიკროსაფინანსო კომპანიაში, რომელიც ოპერირებს საინტერესო და კონკურენტულ სფეროში.
** პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას
გთხოვთ, ატვირთოთ თქვენი CV შემდეგ საფოსტო მისამართზე: express.capital.plus@gmail.com
P.S. განაცხადი არ განიხილება თუ:
1. არ იქნება აპლიკანტის ფოტოსურათი;
2. განაცხადში არ იქნება მითითებული აპლიკანტისათვის მისაღები მინიმალური ხელფასი.
3. ასევე, ტექსტში მიუთითეთ თქვენი აზრით თვეში საშუალოდ რამდენი პოტენციური მსესხებლის მოზიდვას შეძლებთ?
|
|
|
|