Робота для біженців з України
ონლაინ შიდა განვადების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ონლაინ შიდა განვადების სპეციალისტი
მომწოდებელი: კონტაქტჰოუმი
გამოქვეყნდა: 11 დეკემბერი / ბოლო ვადა: 12 იანვარი
ვინ ვართ ჩვენ? "კონტაქტ ჰოუმი" არ არის უბრალოდ ტექნიკის მაღაზია — ეს არის სივრცე ინოვაციებისა და საუკეთესო არჩევანისთვის! ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს 30-ზე მეტ გიგანტთან (Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony, Hoffmann და სხვა). ჩვენს მომხმარებელს ვუქმნით კომფორტს.

ჩვენთან უკვე 250-ზე მეტი პროფესიონალი მუშაობს და ჩვენი მთავარი მიზანი შენი კარიერული წინსვლაა. თუ გინდა განვითარდე გარემოში, რომელიც აფასებს შენს შრომას — შენი ადგილი ჩვენთანაა!

რა იქნება შენი მისია? შენ იქნები მთავარი რგოლი მომხმარებელსა და სასურველ ნივთს შორის. შენი დახმარებით, ონლაინ შოპინგი გახდება მარტივი და ხელმისაწვდომი.

** განიხილავ და დაამუშავებ ონლაინ განვადების განაცხადებს;
** გექნება აქტიური კომუნიკაცია მომხმარებლებთან და გაუწევ კვალიფიციურ კონსულტაციას;
** მართავ რისკებს და უზრუნველყოფ მონაცემთა სიზუსტეს;
** გააფორმებ ხელშეკრულებებს და დაასრულებ გაყიდვის პროცესს წარმატებით.

ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ:

** ხარ დეტალებზე ორიენტირებული და გიყვარს სიზუსტე;
** კარგად ფლობ MS Office პროგრამებს;
** შეგიძლია კომუნიკაცია ინგლისურ ან რუსულ ენაზე;
** გამოცდილება საკრედიტო/მომსახურების სფეროში ჩაითვლება დიდ პლუსად!

რატომ უნდა აირჩიო "კონტაქტ ჰოუმი"? ჩვენ ვზრუნავთ შენზე:

** ფინანსური სტაბილურობა: კონკურენტული ფიქსირებული ხელფასი + მზარდი ბონუსი;
** კომფორტული გრაფიკი: 11:00-დან 20:00-მდე (კვირაში 5 დღე).
** ჯანმრთელობა: კორპორატიული დაზღვევა შენთვის და შენი ოჯახის წევრებისთვის;
** ჯანსაღი ცხოვრება: Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
** ბალანსი: წელიწადში 3 დამატებითი ანაზღაურებადი დასვენების დღე (Day Off);
** კარიერა: რეალური დაწინაურების პერსპექტივა და პროფესიული ტრენინგები;

მზად ხარ ახალი გამოწვევისთვის? ნუ გადადებ, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე (CV) მისამართზე: CV@kontakt.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე